სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

თიანეთის მუნიციპალიტეტსა და „ეტალონის“ პროექტებს შორის თანამშრომლობის ისტორიული მემორანდუმი გაფორმდა 
12-11-2019
-
+


სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონსა“ (ქვეპროექტები: etaloni.ge და მაღალტექნოლოგიური ინოვაციური საგანმანათლებლო პლატფორმა izrune.ge) და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა თამაზ მეჭიაურმა და „ეტალონის“ ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმის ხელის მოწერის ცერემონიას პოეტი ტარიელ ხარხელაური, დეკანოზი გიორგი ბერბერაშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები და მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

მემორანდუმის თანახმად, თიანეთის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებული პირობებით ითანამშრომლებს „ეტალონთან“ და მის პროექტებთან. 2020 წელს მუნიციპალიტეტის თითოეული მოსწავლის izrune.ge-ში ჩართულობა უზრუნველყოფილი იქნება განსაკუთრებული პირობების სოციალური პაკეტით.

მემორანდუმის მთავარი მიზანია თიანეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდებში სწავლა-განათლების პოპულარიზაცია და მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება, ასევე ნიჭიერი მოსწავლე-ახალგაზრდების გამოვლენა, ცოდნასა და განათლებაზე დამყარებული ურთიერთობის წახალისება.

თამაზ მეჭიაურის განცხადებით, თიანეთის მერია მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდებში სწავლა-განათლების პოპულარიზაციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „ეტალონის“ ავტორს გოჩა ტყეშელაშვილს, რომელმაც მოსწავლეების ცოდნის დონის ამაღლებისთვის ასეთი მნიშვნელოვან პროექტს ჩაუყარა საფუძველი. ეს პროექტი მუდმივად ვითარდება. განსაკუთრებით მისასალმებელია ის, რომ მშობელს უჭირავს პულსზე ხელი და შეუძლია თვალი მიადევნოს შვილის განვითარების დონეს.

თიანეთის მუნიციპალიტეტი საკუთარი ფინანსური რესურსით უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის მონაწილეობას izrune.ge-ში. რადგან ეს პროექტი უშუალოდ არის დაკავშირებული ინტერნეტით სარგებლობასთან, სოფლებში კი ინტერნეტიზაციის დონზე ძალიან დაბალია, ყველანაირად ვეცდებით გამოვნახოთ გზები, რათა ყველა მოსწავლისთვის იყოს ხელმისაწვდომი izrune.ge“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

პოეტ ტარიელ ხარხელაურის შეფასებით, izrune.ge სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტია მომავალი თაობისთვის და ქვეყნისთვის.

„მივესალმები ამ პროექტს და მხარდაჭერას ვუცხადებ. izrune.ge სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტია მომავალი თაობისთვის და ქვეყნისთვის. მშობლის ჩართულობა აუცილებელია შვილის განათლების პროცესში და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ინოვაციური პლატფორმა. დღეს გაფორმებული მემორანდუმის მიზანია ქვეყნის ხვალინდელი დღის გადარჩენა“, - აღნიშნა ტარიელ ხარხელაურმა.

izrune.ge „ეტალონის“ ინოვაციური პროექტია და მოსწავლეებს  ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. საიტზე მოსწავლეებს საშუალება აქვთ საკუთარი კლასის შესაბამისად გაიარონ სპეციალური ალგორითმით შექმნილი ინდივიდუალური ტესტები, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა.

პორტალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მშობლის (ოჯახის) ჩართულობის გაზრდაა შვილის აღზრდა-განათლების პროცესში. მშობლებს საშუალება აქვთ თვალი მიადევნონ და უშუალოდ ჩაერთონ ბავშვის განათლების მიღებისა და მოტივაცია-წახალისების პროცესში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

პედაგოგების სახელფასო დანამატი მოსწავლის ნიშნებზე იქნება დამოკიდებული - „შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურების“ გეგმა ჰიუსტონის სკოლებში

გაიზარდა პროფესიების ჩამონათვალი, რომლებიც იშვიათად, დეფიციტურად და მაღალანაზღაურებადად ითვლება

მასწავლებლის  გამოცდებზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია

სასწავლო პროცესის მონიტორინგისა და მართვისთვის - რა მონაცემები უნდა შევამოწმოთ ელექტრონულ ჟურნალში 

ვის სჭირდება დოკუმენტების მიტანა გამოცდების ეროვნულ ცენტრში და რა ვადებში - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

დედაენის სიყვარულით შექმნილი კალიგრაფიული სილამაზე - იანეულის სკოლის მოსწავლეთა წარმატება კონკურსზე

„როცა ბავშვები დედამიწას იცავენ“ - ქუთაისის N20 სკოლის შთამაგონებელი ეკო-დღე მოეწყო

ეშტიის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღის აღსანიშნავად მოსწავლეების შთამბეჭდავი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

„ჟვანიას სკოლის როლი“ - ეშტიის მეორე საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

პროექტის „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ფარგლებში, სკოლას საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ესტუმრნენ
 
საინტერესო

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება