სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N23 საჯარო სკოლის პედაგოგმა აკადემიური პალმის ორდენის კავალერის წოდება მიიღო
07-11-2019
-
+


საფრანგეთის ეროვნული განათლებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის N23 საჯარო სკოლის ფრანგული ენის ღვაწლმოსილ პედაგოგს, დალი გოცირიძეს აკადემიური პალმის ორდენის კავალერის წოდება მიენიჭა.

ჯილდოს გადაცემის საზეიმო ცერემონია მიმდინარე წლის 28 ნოემბერს გაიმართება, ფრანგული ენის მასწავლებლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში. ჯილდოს გადაცემის პატივი წილად თბილისის N23 საჯარო სკოლას ხვდა.

„ქალბატონი დალი ჩვენს სკოლაში მოღვაწეობდა 54 წლის მანძილზე. N23 საჯარო სკოლის მასწავლებელმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ფრანგული ენის პოპულარიზაციაში მთელს რეგიონში. მან მთელი ცხოვრება მიუძღვნა მოსწავლეებსა და საყვარელ საქმიანობას.

ვამაყობთ, მადამ დალი!

ვულოცავთ N23 საჯარო სკოლას, თქვენს კოლეგებს, თქვენს მიერ აღზრდილ თაობებსა და სრულიად საქართველოს ამ გამარჯვებას!“ - ნათქვამია თბილისის N23 საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება