| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის საჯარო სკოლაში საგრანტო პროექტების - „ჩემი სოფელი ტურისტულ რუკაზე“ დახურვის და „მომავლის ჟურნალისტების“გახსნის პრეზენტაცია ჩატარდა.
პროექტებს მ. არახამია ხელმძღვანელობდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და პროგრამა „მომავლის თაობის“ წარმომადგენლები.
„უკვე მესამე წელია ჩვენი სკოლა ჩართულია პროგრამა „მომავლის თაობის” პროექტში. პროგრამის ფარგლებში განხორციელდა ბევრი საინტერესო ღონისძიება. აქტიურად ჩავერთეთ პროგრამის მიერ გამოცხადებულ მცირე საგრანტო პროექტების კონკურსში და ჩვენმა პროექტმა „ჩემი სოფელი ტურისტულ რუკაზე“ მოიპოვა გამარჯვება. პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა 6 თვის განმავლობაში. განვახორციელეთ ბევრი საინტერესო აქტივობები: შევისწავლეთ ღირსშესანიშნავი ადგილები, შევქმენით სოფლის რუკა, ელექტრონული წიგნი, ალბომი, დავამზადეთ ბუკლეტები, დავამონტაჟეთ ბანერი. პროექტზე მუშაობის პერიოდში მოსწავლეები გაეცნენ სოფლის კულტურულ მემკვიდრეობას, მის ბუნებრივ სიმდიდრეებს, და გაუზიარეს საზოგადოებას. მოსწავლეებს ჩამოუყალიბდათ გუნდური მუშაობისა და კვლევა-ძიების უნარ-ჩვევები, ინტერვიუს აღებისა და პრეზენტაციის უნარები.
მათ აქტიურად ითანამშრომლეს ადგილობრივ თვითმმართველობასთან, მშობლებთან, მერიის წარმომადგენლებთან, ტურისტულ სააგენტოსთან, რადიო „ათინათთან“.
ამაღლდა მოსწავლეთა ცნობიერება სოფლის ღირსშესანიშნაობებზე. უკვე შეუძლიათ გიდობა გაუწიონ დაინტერესებულ პირებს. გავიმარჯვეთ ასევე პროგრამა „მომავლის თაობის“ მიერ გამოცხადებულ ტექნიკის კონკურსში და საჩუქრად გადმოგვეცა ნოუთბუკი.
ასევე, მცირე საგრანტო პროექტების კონკურსში გაიმარჯვა ჩვენმა პროექტმა „მომავლის ჟურნალისტები“, რომელიც მალე აქტიურ ფაზაში შევა. წარმატებებს ვუსურვებთ პროექტის განხორციელებაში თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელსადა სკოლას“, - ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა