სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენი მოსწავლეების საქმიანობა აღიარებულია ევროპულ დონეზე“ - ჩხორიის საჯარო სკოლა სხვადასხვა ქვეყნის სკოლებთან აქტიურად თანამშომლობს
05-11-2019
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ჩხორიის საჯარო სკოლა უკვე მეოთხე წელია ჩართულია eTwinning--ის ქსელში.

eTwinning-ის მიზანია ინფორმაციული-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა ქვეყნის სკოლებთან თანამშრომლობა, გამოცდილების ურთიერთგაზიარება, საკუთარი ქვეყნების ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების გაცნობა, ინგლისურ ენაში ლექსიკური მარაგის გამდიდრება.

2018-2019 სასწავლო წელს სკოლაში განხორციელდა პროექტები:

1. „ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა-სადაც წარსული ხვდება მომავალს“.
2. „ჩემი ქიმიური ელემენტი“.
3. „ წყალი და მისი საოცრებები“.
4. „პრეისტორიულ საიტზე“.
5. „მოდით ერთად აღვნიშნოთ აღდგომა!“

განხორციელებული პროექტების შედეგად ჩვენს სკოლას მიენიჭა ეროვნული და ევროპის ხარისხის ნიშნები, რაც იმის დასტურია, რომ ჩვენი და ჩვენი მოსწავლეების საქმიანობა აღიარებულია უმაღლეს ევროპულ დონეზე.

ჩხორიის საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს პროექტების ხელმძღვანელებს ირინა სოსელიასა და ლულა ხვიჩავას, ასევე პროექტში მონაწილე მოსწავლეებს ამ აღიარებას და უსურვებს მორიგ წარმატებებს.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება