სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გეზათის საჯარო სკოლის პედაგოგი იზაბელა გაბუნია 2018 წლის საუკეთესო პედაგოგად დასახელდა
05-11-2019
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის, გეზათის საჯარო სკოლის მათემატიკის უფროსი მასწავლებელი იზაბელა გაბუნია  2018 წლის საუკეთესო პედაგოგად დასახელდა.

მასწავლებელი საუკეთესო პედაგოგად  2018 წლის მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ დაასახელა.

იზაბელა გაბუნია მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების კათედრას ხელმძღვანელობს; მუდმივად იმაღლებს კვალიფიკაციას და გამოცდილებას კოლეგებსაც უზიარებს. ქალბატონი იზაბელას გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები აქვს და მისი მოსწავლეები წარმატებულნი არიან სხვადასხვა ოლიმპიადასა თუ კონფერენციაში.   

პედაგოგი მუშაობისას იყენებს მოსწავლეთა შეფასების განსხვავებულ ფორმასა და მეთოდებს, მუდმივად იღებს უკუკავშირს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისაგან, შედეგებს კი საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გასაუმჯობესებლად იყენებს.

იზაბელა გაბუნია კლასის დამრიგებელია და შესაბამისად, სადამრიგებლო საათიც დატვირთული აქვს. იგი მოსწავლეთა საჭიროებას წინა პლანზე აყენებს და თავდაუზოგავად ზრუნავს სკოლისა თუ მომავალი თაობის განვითარებისთვის.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება