სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აფხაზეთის N12 საჯარო სკოლას მხატვრული ლიტერატურა გადაეცა
04-11-2019
-
+


აფხაზეთის N12 საჯარო სკოლას პროექტის - „ჩემი, შენი, ჩვენი წიგნი“ ფარგლებში,  აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და დაფინანსებით, მხატვრული ლიტერატურა გადაეცა.

პროექტის მიზანი ბავშვებსა და თინეიჯერებში კითხვის პოპულარიზაცია იყო.

„პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კვირეული მართული იყო პატარა მკითხველის -განათლებული, კულტურული და გონიერი ადამიანის - ყოველდღიური კითხვის (დღეში 20 წუთი ) წახალისებისკენ პატარა ასაკიდან, როგორც სახლში, ასევე სკოლაში. კვირის განმავლობაში ბავშვებმა მშობლებისა და მასწავლებლების ხელშეწყობით სკოლაში სხვადასხვა ღონისძიება ჩაატარეს, წაკითხული წიგნების პრეზენტაციის, ლიტერატურული გმირების გაცოცხლების, დახეული წიგნების რესტავრაციის, წიგნიერების პროცენტულობის გამოკვლევისა და საჯარო კითხვის სახით“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში ბავშვებმა ჩაატარეს კვლევა: წიგნიერების პროცენტულობის დონე თემსა და სკოლაში. მათ თემის მოსახლეობა, სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები გამოკითხეს, დაადგინეს მოზარდები როგორ წიგნებს ანიჭებენ უპირატესობას, რომელია მათთვის ყველაზე პოპულარული წიგნი. მოძიებულ მასალებზე დაყრდნობით კი გააკეთეს პრეზენტაცია შემდეგ საკითხებზე: როგორ გვეხმარება ლიტერატურა ჩვენი თავის უკეთ შეცნობაში? რამდენად ვუთმობთ თავისუფალ დროს მხატვრული ლიტერატურის კითხვას?

„აქციის - „დავუბრუნოთ სიცოცხლე წიგნებს" ფარგლებში V და VII კლასის მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკაში არსებულ დახეულ, ხმარებიდან გამოსულ და თითქმის მაკულატურად ქცეულ წიგნებს მკურნალებად ექცნენ და სიცოცხლე დაუბრუნეს“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

პროექტის ფარგლებში ბავშვებმა მაკულატურაც შეაგროვეს. აქციის მიზანი გარემოზე ზრუნვა და მოსწავლეებში მაკულატურის შეგროვების კულტურის ამაღლება იყო. შეგროვებული მაკულატურა წიგნებში გადაიცვლება და წიგნები სკოლის ბიბლიოთეკას გადაეცემა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება