სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ეს ჩემი ასაკის პედაგოგებისთვის, თავის წარმოჩენაზე მეტად, სტრესია“ - მასწავლებლების განწყობები გამოცდაზე შესვლამდე
04-11-2019
-
+


შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებელთა გამოცდების მესამე დღეს, რეგისტრაციის პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. პრაქტიკოსი პედაგოგები და პროფესიაში შესვლის მსურველები, დღეს, დაწყებითი კლასების, ქართული ენისა და ლიტერატურის,  მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების ტესტირებას წერენ. 

etaloni.ge საგამოცდო პროცესს 175-ე სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში აკვირდება. გთავაზობთ, აპლიკანტების მიერ გამოცდაზე შესვლამდე გაკეთებულ კომენტარებს. ნახეთ, რა განწყობით შედიან ისინი ტესტირებაზე:

„25 წელია სკოლაში ვმუშაობ, პროფესიული უნარები ჩავაბარე, ახლა დაწყებითი საგნების კომბინირებულ გამოცდაზე გავდივარ. მგონია, რომ ახალგაზრდებისთვის უფრო მარტივია. ეს ჩემი ასაკის პედაგოგებისთვის, თავის წარმოჩენაზე მეტად, სტრესია“. 

„პროფესიით პედაგოგი ვარ, თუმცა სკოლაში არ ვმუშაობ. დიდი იმედი მაქვს ამ გამოცდის ჩაბარებით ჩემი საყვარელი პროფესიით დავსაქმდები“ - ამბობს მასწავლებლობის მსურველი.  

„პედაგოგი ვარ უკვე ათი წელია და ვთვლი, რომ ამ ტიპის გამოცდები კარგია, უფრო მეტი მობილიზებაა ცოდნის. ამ გამოცდების წინააღმდეგი არ ვარ“, - გვითხრა ერთ-ერთმა მასწავლებელმა.

„მე პედაგოგობის მსურველი ვარ, ასეთი ტიპის გამოცდები ნამდვილად საჭიროა. პედაგოგებს უფრო მეტ ცოდნას ითხოვს“, -  ამბობს პროფესიაში შესვლის მსურველი. 

„ჩემთვის მოტივაციაა ახალგაზრდებს რომ მიეცათ სკოლაში დასაქმების საშუალება. უნივერსიტეტი ორი წლის წინ დავამთავრე, ახლა გამოცდილებისთვის გავდივარ გამოცდაზე. თუ სასურველ შედეგს ვერ მივიღებ, შემდეგი გამოცდებისთვის უკეთესად მოვემზადები“, - გვიყვება ერთ-ერთი აპლიკანტი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა „მხიარული სტარტები“ და „მუსიკალური თამაშები“

ხორენიის საჯარო სკოლაში მიესალმებიან ინიციატივას

მოსწავლეებმა თავდაპირველად დაამუშავეს რთველთან დაკავშირებული ლექსიკური მარაგი

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება