სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ჰენრი დანტონი 100 წლისაა, მაგრამ დღემდე ბავშვებს ბალეტს ასწავლის
26-10-2019
-
+


ბრიტანელმა ჰენრი დანტონმა 100 წლის იუბილე 2019 წლის მარტში აღნიშნა. იგი არა მხოლოდ ბალეტს ასწავლის, არამედ ყოველდღიურად ვარჯიშობს და მემუარებს წერს. ყვება ყოფილი სამხედროსა და მოცეკვავის საოცარ ისტორიას.

ბალეტის მოცეკვავე ჰენრი დანტონი 1919 წლის 30 მარტს, ლონდონის შემოგარენში, ბედფორდში დაიბადა. ბიჭუნა მამის გარეშე გაიზარდა. დანტონის მამა პირველ მსოფლიო ომში მოკლეს.

თავიდან მამის გზას დაადგა: 1938 წელს სამხედრო აკადემია სამეფო არტილერიის ლეიტენანტის წოდებით დაამთავრა. სამხედრო კარიერა სატვირთო ავტომობილიდან გადმოვარდნის გამო შეწყვიტა. დანტონმა ზურგი დაიზიანა და გაჩნდა საფრთხე რომ ვეღარასდროს გაივლიდა. ტრავმამ ის მეორე მსოფლიო ომისგან იხსნა და საბოლოოდ, რეაბილიტაციის შემდეგ, მან ცეკვის სამეფო აკადემიაში ჩაბარება შეძლო.

21 წლის ჰენრი დანტონს ბალეტში არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა - სამაგიეროდ ციგურებზე დგომა იცოდა. ბალეტი მაშინ შეუყვარდა, როდესაც ლონდონის კოვენტ-გარდენში საბალეტო დასის გამოსვლა იხილა.



დანტონმა კარგად გათვალა. 40-იან წლებში ხელოვნების ეს სახეობა ხელახლა იკრეფდა პოპულარობას, მაგრამ მეორე მსოფლიო ომისა და მისი შედეგების გამო პროფესიონალი მოცეკვავეები გამუდმებით არასაკმარისი იყო.

კოვენტ-გარდენში გამოსვლა დანტონმა 1946 წელს დაიწყო და ბრიტანულ დასთან ერთად მთელი ევროპა მოიარა, იმყოფებოდა აშშ-ი, ავსტრალიაში და ვენესუელაშიც კი.

პროფესიონალი მოცეკვავის კარიერის დასრულების შემდეგ, დანტონი ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც კარნეგი-ჰოლსა და ჯულიარდის სკოლაში ბალეტის ხელოვნებას ასწავლიდა. მაგრამ დიდი ქალაქის გადატვირთული ცხოვრება მას არ მოეწონა. იგი ხშირად ჩადიოდა მისისიპიში, სადაც ადგილობრივ სკოლებში ასწავლიდა და იმედი ჰქონდა, რომ მსგავს მშვიდ ქალაქში დასახლებას შეძლებდა.

1996 წელს დანტონი მისისიპის შტატის ქალაქ ჰატისბერგში გადავიდა. 35 ათასი ადამიანით დასახლებული ქალაქი ყოფილი მოცეკვავისთვის ახალ სახლად იქცა: აქ ის დღემდე საბავშვო საბალეტო კლასებში ასწავლის.

მაგრამ ეს ყოფილ მოცეკვავეს არ ჰყოფნის: იგი ორგანიზებას უწევს კურსებს მეზობელ ქალაქებში და ასევე ასწავლის ბალჰეივინის უნივერსიტეტში ცეკვის კათედრაზე. 

თავს მოდუნების საშუალებას 100 წლის ასაკშიც არ აძლევს 



მრავალრიცხოვან ინტერვიუებში ჰენრი დანტონი ამბობს, რომ სწორედ პენსიაზე გასვლაა დასასრულის დასაწყისი. ადამიანები ბეზრდებიან და არ იციან, რითი დაკავდნენ თავისუფალ დროს. მათი ჯანმრთელობა სუსტდება. თავად მოცეკვავე პენსიაზე გასვლას არ აპირებს: „მე მიყვარს სწავლება და გაჩერება არ მინდა.ბავშვები - ჩემი ვიტამინია“.

ჰენრი დანტონი ერთ-ერთია ვინც თანამედროვე სამეფო ბალეტი შექმნა, მოცეკვავე და პედაგოგი გამუდმებით მუშაობს კომპიუტერთან, წერს ესსეს ბალეტისა და თავისი ცხოვრების შესახებ. „თავისუფალი დრო ცოტა მაქვს, - ამბობს დანტონი, - მაგრამ მე ასე მინდა“.

ჰენრი დანტონის დღეგრძელობის საიდუმლო

დანტონი საკუთარ ასწლოვანებაში გასაოცარს ვერაფერს ხედავს: საკუთარ თავზე ზრუნვა მის პროფესიულ გატაცებად იქცა. „საკუთარ თავზე ზრუნვა“ გულისხმობს დიეტას, ფიზიკურ ვარჯიშს და ცხოვრების პოზიტიურ ხედვას. ბოლო პუნქტის გარეშე სხვა ყველაფერი უბრალოდ არ მუშაობს. რეცეპტის სამივე პუნქტი მოცეკვავემ საკუთარ თავზე გამოსცადა.

ჰენრი დანტონს უფროსი ძმა ონკოლოგიური დაავადების შედეგად 50 წლის ასაკში გარდაიცვალა.მაშინ დანტონმა ​წითელი ხორცის, თევზის და ფრინველის ხორცის ჭამა შეწყვიტა. ისინი მან თხილეულით, ბოსტნეულითა და სტაფილოს წვენით ჩაანაცვლა. მისი დიეტა ვეგანური არ არი: დანტონი ჭამს რძის პროდუქტებს, ასევე უყვარს შოკოლადი. არ იღებს რაციონიდან ლუდს - “როგორც ნებისმიერი ნამდვილი ინგლისელი“. ამასთან ეს ერთადერთი ალკოჰოლური სასმელია რომელსაც ის სვამს.



„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ვარჯიში - ყველა კითხვის პასუხია“,- ამბობს ასი წლის ბალეტის მასწავლებელი. თავად დანტონი მოსწავლეებთან მეცადინეობით არ შემოიფარგლება და არ ავიწყდება დილის ვარჯიშები.

ოპტიმიზმი - დანტონური დღეგრძელობის რეცეპტში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია. „არანაირი აზრი არ აქვს მოწყენას და ცხოვრების იმაზე მეტად გაუარესების, ვიდრე არის“,- ამბობს მოცეკვავე. - ჩვენი განწყობა ჩვენს სხეულზე აისახება“.

ამჟამად ჰენრი დანტონი მემუარებზე მუშაობს, რომელშიც დეტალურად მოჰყვება საკუთარ ცხოვრებასა და კარიერაზე. ასევე რჩევას მისცემს დამწყებ მოცეკვავეებს. მან უკვე გაუზიარა ჟურნალისტებს რამდენიმე მათგანი: „დარწმუნდით, რომ დაკავებული ხართ სწორედ იმით, რისი კეთებაც გინდათ. იმით, რისადმიც ვნება გაქვთ“.

მომზადებულია people-ის მიხედვით. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება