| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს მასშტაბით, 12 საჯარო სკოლაში დამატებითი არდადეგები გამოცხადდა - ამის შესახებ etaloni.ge-ს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.
26 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით, სასწავლო პროცესი იმ სკოლებში შეწყდება, სადაც მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდები ჩატარდება.
გაცდენილი სასწავლო დღეები სკოლების მიერ შერჩეული გრაფიკით, კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურდება. ამასთან, სკოლებში, სადაც სწავლა ორ სხვადასხვა კორპუსში მიმდინარეობს, დაწყებითი საფეხურის ჯგუფებისთვის სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში წარიმართება.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სკოლებში, ადმინისტრაციის მიერ მოსწავლეთა მშობლები და მასწავლებლები უკვე ინფორმირებულნი არიან.
იხილეთ სკოლების ჩამონათვალი:
როგორც ცნობილია, 2019 წლის ნოემბერში დაგეგმილია მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდის/ტესტირების ჩატარება. სწორედ ამ მიზნით, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს მასშტაბით, განსაზღვრულია 12 საჯარო სკოლა, სადაც უზრუნველყოფილი იქნება წინა მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება და ასევე, გამოცდის/ტესტირების შეუფერხებლად ჩატარება.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას