| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან გორგილაძემ, მოადგილეებთან, რესურსცენტრის ხელმძღვანელთან და სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ და მაღალტექნოლოგიურ პორტალ izrune.ge-ს ავტორთან გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად 83 წლის პედაგოგს იზოლდა შერვაშიძეს იუბილე მიულოცა და მადლობის სიგელით დააჯილდოვა.
იზოლდა შერვაშიძე 1936 წლის 21 ოქტომბერს, სოფელ ორცვაში, პედაგოგების ოჯახში დაიბადა. თვითონაც მასწავლებლის
პროფესია აირჩია და 47 წლის განმავლობაში ზედა ბზუბზუში, დაწყებითი კლასების პედაგოგად წარმატებით მუშაობდა. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის „შრომის ვეტერანის“ (1987წ) და „აჭარის დამსახურებული მასწავლებლის“ წოდებები (1996წ).
შეგახსენებთ, რომ izrune.ge-ს ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი მანამდე ქედის მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორებს და პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა კი აჭარის ა/რ სკოლების მოსწავლეების ჩართულობის და პორტალის სიახლეების განხილვა იყო. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, წლის ბოლომდე აჭარის ა/რ ნებისმიერ მოსწავლეს izrune.ge-ს ტესტების გავლა უფასოდ შეეძლება.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი