სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შატილის სკოლას სასკოლო ინვენტარი გადაეცა
19-10-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინიციატივით, შატილში დამწვარი სკოლა-პანსიონის მოსწავლეებისთვის სკოლას საჭირო რაოდენობის სახელმძღვანელოები, სასკოლო ჟურნალები, კომპიუტერები და საკანცელარიო ნივთები გადაეცა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სკოლაში სასკოლო მერხებისა და დაფების მიწოდებაც განხორციელდა. სააგენტოს პარტნიორ კომპანიებთან ერთად კი, უახლოეს დღეებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის კომპიუტერული ტექნიკის, მხატვრული ლიტერატურისა და ავეჯის მიწოდება.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დამწვარი სკოლა-პანსიონის ნაცვლად ახალი სკოლა აშენდება, რასაც მთის განვითარების ფონდი დააფინანსებს. სკოლის აშენებამდე, მოსწავლეების სასწავლო პროცესი არ შეფერხდება და ისინი სწავლას დროებით ალტერნატიულ შენობაში გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, რომ შატილის სკოლა მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს დაიწვა.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება