სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

​პარალიმპიურ ჩემპიონებს შესაძლოა, ყოველთვიურად 1000 ლარიანი სტიპენდია დაენიშნოთ
17-10-2019
-
+



პარალიმპიური თამაშების გამარჯვებულებისთვის შესაძლოა, ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდია დაწესდეს. 

ცვლილება, რომელიც პარალიმპიური თამაშების გამარჯვებულებისთვის ყოველთვიურ სახელმწიფო სტიპენდიის - 1000 ლარის ოდენობით დანიშვნას ითვალისწინებს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად შევიდა. 

ცვლილების თანახმად, „ოლიმპიური ჩემპიონების, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის N284 დადგენილებას დაემატა კატეგორია, რომელიც პარალიმპიურ ჩემპიონებს სახელმწიფო სტიპენდიას დაუწესებს. 

პროექტის მიღების შემდეგ, ზემოაღნიშნული დადგენილებით მოსარგებლე ბენეფიციარებს დაემატებიან პარალიმპიური თამაშების გამარჯვებულები, რაც სახელმწიფოს მხრიდან უდიდესი მხარდაჭერის გამოხატულება, ზოგადად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ მათთვის დამატებითი სტიმულის მიცემის კუთხით, პარალიმპიურ აქტივობებში ჩასართავად.

„სახელმწიფო ხელს უწყობს პარალიმპური სპორტის განვითარებას, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი პარასპორტსმენების მიერ საერთაშორისო ტურნირებზე ნაჩვენებ შედეგებზე. ბოლო წლებში ჩვენმა პარასპორტსმენებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს სპორტის არაერთ სახეობაში. 2016 წელს, რიოს პარალიმპიურ თამაშებზე პარაძიუდოისტი ზვიად გოგოჭური ოქროს მედლის მფლობელი გახდა და ქართული პარასპორტის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერა. ჩვენ წინ გვაქვს ტოკიოს ზაფხულის პარალიმპიური თამაშები და დარწმუნებული ვარ საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება დამატებით ბიძგს მისცემს ჩვენი პარასპორტსმენების ტოკიოში წარმატებით გამოსვლას. აუცილებლად გაიზრდება პარასპორტსმენების ჩართულობა სპორტის სხვადასხვა სახეობაში, მოიმატებს მათი რაოდენობა და მომზადების ინტენსივობა და ეს ყველაფერი აისახება ჩვენი გუნდების შედეგებზე ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე და რაც მთავარია პარალიმპიურ თამაშებზე, რომლის დაწყებამდე ერთი წელიც აღარ დარჩა“, - განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის შალვა გოგოლაძემ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება