სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„დღეს, „ეტალონი“ არაფორმალური განათლების მთავარი ფლაგმანია“ - ყვარელმა „ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინა
17-10-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, ყვარლის მუნიციპალიტეტში, გავაზის საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც "ყვარლის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი, ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვანო მამულაშვილი, ყვარლის რესურსცენტრის უფროსი ქეთევან ჭიპაშვილი, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ სესიაშვილმა განათლების საჭიროებასა და „ეტალონის“ როლზე ისაუბრა:

„ეტალონი“ სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია. ჩვენს ქვეყანას განათლება ყველაზე მეტად სჭირდება. „ეტალონის“ მსგავსი პროექტები აუცილებელია, იმიტომ, რომ ახალგაზრდამ დაიწყოს ბეჯითად მუშაობა და თავისუფლად აზროვნება. ამავდროულად, აიმაღლოს მოტივაცია და ქვეყანას გამოადგეს“.

ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ვანო მამულაშვილმა მოსწავლეებში კონკურენტული გარემოს შექმნის აუცილებლობას გაუსვა ხაზი:

„ეტალონი“ წარმატებული პროექტია. იგი ახალგაზრდებში მოტივაციის ამაღლებას ემსახურება. ინტელექტ-ჩემპიონატი მოსწავლეებში ზრდის კონკურენციას, რომელიც თავისთავად, მათი თანატოლების ჩართულობისა და სწავლის ხარისხის ამაღლების წინაპირობაა“.

ყვარლის რესურსცენტრის უფროსმა ქეთევან ჭიპაშვილის თქმით, „ეტალონი“ და ინოვაციური ინტერნეტ პლატფორმა Izrune.ge ახალგაზრდების წარმატებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია:

„დღევანდელი თაობისთვის არა მარტო ფორმალური, არამედ არაფორმალური განათლებაც საჭიროა. დღეს, „ეტალონი“ არაფორმალური განათლების მთავარი ფლაგმანია. პროექტი აერთიანებს განათლებას, მეგობრობასა და სიხარულს. უდიდესი მადლობა „ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფს. ასევე, Izrune.ge-ს დახმარებით ახალგაზრდები მიხვდნენ, რომ ინტერნეტის გამოყენება შესაძლებელია, როგორც განათლების მისაღებად, ამავდროულად, იგი მათ წარმატების მიღწევაშიც ეხმარება“.

საბუეს საჯარო სკოლის დირექტორმა ვალენტინა ბაშლიკმა ემოციურად ისაუბრა და „ეტალონის“ ყველა ორგანიზატორს მადლობა გადაუხადა:

„ემოციური დღეა და ძალიან მახარებს დღევანდელი წარმატება. „ეტალონში“ პირველივე დღიდან ყველანი დიდი ენთუზიაზმით ჩავერთეთ, დღეს კი შედეგმაც არ დააყოვნა. მადლობა ბატონ გოჩას და „ეტალონის“ ყველა ორგანიზატორს, რადგან ინტელექტ-ჩემპიონატმა დიდი სიხარული ჩამოგვიტანა“.

„ყვარლის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული საბუეს საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ მარიამ ბერიაშვილმა მოიპოვა. 

„ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ. სხვათა შორის, „ეტალონში“ მონაწილეობით ცოდნის შემოწმება მინდოდა. პირველ ადგილს ნამდვილად არ მოველოდი, მაგრამ ათეულში გასვლის იმედი ნამდვილად მქონდა. ვიმედოვნებ, რომ ინტელექტ-ჩემპიონატი სამომავლოდ სხვა წარმატებების წინაპირობა გახდება“ - აღნიშნა მარიამ ბერიაშვილმა გამარჯვების შემდეგ. 

შეჯიბრში გამარჯვებულმა „ყვარლის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„ეტალონი“ 2019-2020 სასწავლო წელსაც ტრადიციულად საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს. კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. „ეტალონის“ მიმდინარე სეზონი კი სასწავლო წლის ბოლოს გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ასევე იხილეთ:

ყვარლის მოსწავლეთა საყურადღებოდ 

„ეტალონმა“ მოსწავლეები წიგნისაკენ მოაბრუნა“ - ყვარელში ინტელექტ-ჩემპიონატის I ტური ჩატარდა

ყვარლის „ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია ცნობილია

16 ოქტომბერს „ეტალონი“ ყვარელში გაიმართება


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 6 ივლისს იწყება - ეტაპები და სხვა დეტალები ცნობილია

პრემიერის განმარტება ჩინეთში შეკერილ სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - „ეს არის ზოგადი განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტი“... 

მასწავლებლებისა და დირექტორების საყურადღებოდ - ანონიმური კითხვარები 10 ივლისის ჩათვლით უნდა შეავსოთ

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ათასწლეულის ფონდის ინიციატივით წელს მეცხრედ ჩატარდება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

გაეროს მოდელირების პროექტი ოზურგეთში ახალგაზრდობის სააგენტომ გამართა

დამრიგებელმა ბავშვებს პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა და ბავშვები დიპლომებითა და მედლებით დააჯილდოვა

მოსწავლეებმა 5 კვირის განმავლობაში შეისწავლეს სვანური კოშკების ისტორია და არქიტექტურა

გამარჯვებული კლასის მოსწავლეები დიპლომებით დაჯილდოვდნენ

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება