სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ასტროლოგიური პროგნოზით, ეს კვირა ოქტომბერში საუკეთესოა - მორიელებო თქვენი დრო დგება, თევზებისთვის ცდუნებები იმატებს
15-10-2019
-
+



დღეს, საუკეთესო პერიოდი იწყება - ეს კვირა, ოქტომბრის თვის  განმავლობაში, ყველაზე გამორჩეული იქნება. თუ პროექტი ან იდეა გაქვთ, ხელშეკრულების დადება გინდათ - საუკეთესო დროა. დედამიწა პოზიტიურ ენერგო ველში გადადის. განწყობები უმჯობესდება და შესაძლებლობების რეალიზაციის შესაძლებლობა იმატებს. სიყვარულისთვის კარგი კვირაა. 

გაეცანით, კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის:

ვერძი - მოგზაურობისთვის, მივლინებებისთვის მოემზადეთ, კარგი დროა უცხოელებთან კონტაქტისთვის, ბიზნეს საქმიანობაში წარმატების მისაღწევად. უფრო დიპლომატიური და ტაქტიანი ხდებით, რაც ზოგადად, არ გახასიათებთ.

კურო - გამოცოცხლდებით, თუ ჯანმრთელობის პრობლემა გქონდათ წარსულში დარჩება. კარგი დროა პარტნიორებთან ურთიერთობისთვის. შემოქმედებითი პერიოდი გეწყებათ.

ტყუპები - იყავით მაქსიმალურად აქტიური. კონტაქტები, შეხვედრები, მოლაპარაკებები გადაწყდება თქვენთვის სასიკეთოდ. საინტერესო იდეების გენერირებას მოახდეთ, მაგრამ, ნუ იჩქარებთ. დაეყრდენით პრინციპს - „შვიდჯერ გაზომე - ერთხელ გაჭერი“. კარგ იდეებს განახორციელებთ.

კირჩხიბები - თქვენი გუნება-განწყობა უმჯობესდება, შარმი და ყველა სფეროში წარმატების შესაძლებლობები მატულობს. თუ ურთიერთგაგების კუთხით პრობლემა გაქვთ, ეს ლაგდება. თქვენი ინტუიცია აქტიურდება და ზუსტ არჩევანს გააკეთებთ.

ლომი - აქტიური, ენერგიული, ძალიან იღბლიანი ხართ და წარმატების შანსები ძალიან მაღალი გაქვთ. თუმცა მიმნდობი ხდებით, შეიძლება გაიცნოთ ახალი ნაცნობები, რომლებმაც თქვენი ნდობა შეიძლება ბოროტად გამოიყენონ. ყველა ინფორმაცია გადაამოწმეთ და წარმატებული იქნებით.

ქალწული - აქამდე მიძინებული იყავით, ახლა გემატებათ ენერგოტონუსი. შეძლებთ დაწყებული საქმის დასრულებას და ახალი საქმეების წამოწყებას. თქვენ ყველა საქმეში შეძლებთ საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ. თქვენი შრომისმოყვარეობა დაფასდება ხელმძღვანელობის მხრიდან. 

სასწორი - ელეგანტური, შარმიანი, დიპლომატიური და სამართლიანი ხართ. შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სიყვარულისთვის საუკეთესო პერიოდია. ხვალიდან ყველა სახის ინვესტიცია იქნება წარმატებული.

მორიელი - ნელ-ნელა გამოდიხართ რთული ზონიდან, რომელშიც იმყოფებოდით. დაძაბულობა გეხსნებათ, ხდებით მშვიდი და წინდახედული, თქვენი ინტუიცია მატულობს. იგრძნობთ რომ თქვენი დრო დგება.

მშვილდოსანი - აქტიურად იმოქმედეთ. ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია თქვენს ცხოვრებაში. იდეების რეალიზაციას მოახდენთ, უბრწყინვალესი ორატორი ხართ ამ კვირაში. თუმცა მაინც გმართებთ სიფრთხილე, შეიძლება დღეში 2-3 პაემანი ერთად დანიშნოთ, რამაც შეიძლება დაძაბულობა გამოიწვიოს. 23 ნოემბრიდან გეწყებათ პრობლემები.

თხის რქა - ნუ იჩქარებთ სერიოზული მოლაპარაკეების დაგეგმვას. პარტნიორული თანამშრომლობა ხვალიდან სასიკეთო ელფერს მიიღებს, თუმცა ნუ იჩქარებთ. ბიზნესში წარმატების ფაქტორი მოიმატეს და შესაძლებელია მატერიალური მდგომარეობაც გაგიუმჯობესდეთ. ძველი შეცდომების გამოსწორების, ძველი საქმეების დასრულების შესაძლებლობა გეძლევათ.

მერწყული - თქვენი იდეები, რომლებიც ადრე არ მოსწონდათ, შეიძლება მოიწონონ, ურთიერთგაგება სახლსა და სამსახურში გაგიუმჯობესდებათ. კარგი ორატორული მონაცემები გაქვთ ამ კვირაში.

თევზები - იყავით ყურადღებით ამ კვირაში. გემატებათ ინტუიცია და მასზე დაყრდნობით შეგიძლიათ სწორი მოქმედება. შემოქმდებითი მუშაობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია თქვენს ცხოვრებაში. ყურადღებით იყავით მეგობრების ქმედებების მიმართ. ცდუნებების ტენდენცია იმატებს.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის „ბოლო ზარის“ ღონისძიების შემდგომ მოსწავლეები ავარიაში მოყვნენ

„რამდენი თანამშრომელი მოჰყვება შემცირებაში?“ - მინისტრის განმარტება საკადრო უზრუნველყოფაზე

უნივერისტეტებს ექნებათ საბაზო და შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება - მინისტრი უმაღლესების დაფინასნების ახალი მოდელის დეტალებზე საუბრობს

პიროვნება

„ამაყად იარეთ მომავლისკენ და სადაც უნდა იყოთ, ყოველთვის გახსოვდეთ, ვისი გორისა ხართ!“

„წინ დიდი აღმოჩენების, ხარისხიანი განათლებისა და სრულიად გამორჩეული მეგობრობის წელი გველის“!

„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“

ეს ცოდნა მნიშვნელოვანია იმისთვის რომ თავი ამ ქვეყნის მკვიდრ შვილებად იგრძნონ

სკოლები

მოსწავლეებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და ქართული სიტყვის სილამაზე კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს

„ამაყად იარეთ მომავლისკენ და სადაც უნდა იყოთ, ყოველთვის გახსოვდეთ, ვისი გორისა ხართ!“

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება