სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებში მონაწილეობის მსურველებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
07-10-2019
-
+


კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდებში - KET, PET, FCE და CAE მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია დღეს, 09:00 საათზე დაიწყო და 18 ოქტომბრის 18:00 საათზე დასრულდება.

საერთაშორისო გამოცდებში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის - მოსწავლეებს, სტუდენტებსა და მაგისტრანტებს.
 
გამოცდის ჩაბარების მსურველებმა რეგისტრაციის გასავლელად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
 
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • 17 წლამდე მონაწილეებმა შევსებული ანკეტა იმ შემთხვევაში, თუ არ აქვთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი. არსებულ ფორმას თან უნდა დაურთოს 3X4 -ზე ზომის  2 ფოტო.
ანკეტაზე ხელი უნდა მოაწეროს აპლიკანტის პედაგოგმა ისე, რომ ხელმოწერა გადავიდეს  ფოტოსურათზე. ასევე სააპლიკაციო ფორმის მე-2 გვერდის ბოლოს აუცილებელია  მშობლის/მეურვის ხელმოწერა. სრულწლოვანი პირებისათვის კი საკუთარი ხელმოწერა.
 
იმ შემთხვევაში, თუ გამოცდაში მონაწილეობის მსურველმა, შესაბამის ვადებში სრულად არ წარმოადგინა აღნიშნული დოკუმენტაცია, იგი გამოცდისათვის დარეგისტრირებულად არ ჩაითვლება.
 
 
 
ტესტირება ჩატარდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ე. მინდელის N9) შემდეგი განრიგით:
 
• FCE - 3 დეკემბერს;
• CAE - 4 დეკემბერს;
• KET და PET -  5 დეკემბერს.
 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ცნობით, კემბრიჯის გამოცდების ერთ-ერთი დიდი უპირატესობა ისაა, რომ სხვა მსგავს გამოცდებთან შედარებით მისი სერტიფიკატი უვადოა. მას ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი აბარებს მსოფლიოს 130-მდე ქვეყანაში.
 

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება