სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი ''ქარელის ეტალონის'' ყველა მონაწილეს პარლამენტში უმასპინძლებს
09-05-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება.  

ამჯერად ''ქარელის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.    
 
ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ქარელის N2 სკოლაში ჩატარდა.  

ქარელის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ. 

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ.  
 
დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა.   

''ქარელის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს მოხისის სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე, ლიკა ნავროზაშვილი დაეუფლა.

''ქარელის ეტალონი მოსწავლე'' ლიკა ნავროზაშვილი აღნიშნავს, რომ მისთვის გამარჯვება რთული არ ყოფილა:  

''ჩემთვის გამარჯვება რთული არ იყო. ძალიან გამიხარდა ''ქარელის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს რომ დავეუფლე. პროექტი ახალგაზრდებს ჩვენი შესაძლებლობების წარმოჩენაში გვეხმარება.''   
     
ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი თორთლაძე პროექტის ავტორსა და წამყვანს მადლობას უხდის:

''მივესალმები გუშინდელ ღონისძიებას. თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებები. პირადად მინდა, ამ პროექტის ავტორს გოჩა ტყეშელაშვილს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან ქარელს, თითოეულ მოსწავლეს ასეთი ღირსშესანიშნავი ღონისძიება შესთავაზა.''   

ქარელის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი თორთლაძის ინიციატივით, იგი მომავალ კვირას ''ქარელის ეტალონში'' მონაწილე ყველა მოსწავლეს პარლამენტში უმასპინძლებს.  

შიდა ქართლის გუბერნატორის კახა სამხარაძის თქმით, ''ეტალონი'' ახალგაზრდების განათლების დონის ამაღლებას უწყობს ხელს:

''არაჩვეულებრივი ღონისძიება იყო. ბავშვების აქტიურობა იყო მაღალი. პროექტი მნიშვნელოვანია მათი განათლების დონის ამაღლებისთვის.''

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: 

''ეტალონი'' ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი პროექტია, რადგან მომავალი თაობის წარმოჩენას უწყობს ხელს. ყოველთვის ვამბობ და ახლაც ვიტყვი, რომ ქარელში ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის, ეს ქულათა რაოდენობამაც დაადასტურა. ბატონი გოჩაც აღრფთოვანებული იყო ბავშვების შედეგებით. გამარჯვებულ მოსწავლეს რაც შეეხება, ძალიან კარგი და განათლებული გოგონაა.''       
 
ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ნუგზარ დაბრუნდაშვილის თქმით, ძალიან ლამაზი ღონისძიება იყო

''ღონისძიების მონაწილე ბავშვებმა აჩვენეს, რომ ცოდნის მაღალი დონით გამოირჩევიან, მათ უმაღლესი ქულები დაიმსახურეს. ძალიან ლამაზი ღონისძიება იყო, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, გარემო და სიტუაცია იყო ბრწყინვალე. ''ეტალონი'' ახალგაზრდებში სწავლის ინტერესს ზრდის.''  

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და  სპორტის სამსახურის უფროსის ვასილ ბაქრაძის თქმით, ღონისძიება ორგანიზებულად ჩატარდა:

''ამ პროექტის მიმართ დადებითი შთაბეჭდილება მაქვს, რადგან 70 გამორჩეული ბავშვი მონაწილეობდა, რომლებიც ხუთასზე მეტი ბავშვიდან გამოირჩა. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, დასაფასებელნი არიან ეს ბავშვები, რადგან უმაღლესი ქულები აიღეს შეჯიბრში. დამსწრე საზოგადოებაც კმაყოფილი იყო, რადგან ყველაფერმა კარგად ჩაიარა.''       
 
ქარელის რესურსცენტრის უფროსი გიორგი კობახიძე პროექტ ''ეტალონს'' და გამარჯვებულ მოსწავლეს წარმატეტებს უსურვებს:

''მივესალმები "ეტალონში" მოსწავლეების მონაწილეობას. ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა ჩართულია ამ პროექტში. სასიამოვნოა, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა თავი კარგად წარმოაჩინეს და საკმაოდ მაღალი ქულები დაიმსახურეს. საინტერესოა, რომ გამარჯვებული მერვეკლასელი მოსწავლე გახდა და თანაც საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგით - 92 ქულით. წარმატებებს ვუსურვებ მას ფინალში. წარმატებას ვუსურვებ თვითონ პროექტ ''ეტალონსაც''.

''ქარელის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი ლიკა ნავროზაშვილი, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება.        
 
''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.  

პროექტის მხარდამჭერია დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია.

კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

სიახლეები

2 მილიონამდე სასკოლო ფორმის შეკერვა განათლების სამინისტროს 45 მილიონი ლარი დაუჯდება - დეტალები

„ჩვენი მიზანია, ბავშვები იყვნენ უსაფრთხოდ და მასწავლებლები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი სააღმზრდელო პროცესში“...

„პროგრამა მოდიციფირდება ისე, რომ ეფექტური გახდეს მასწავლებელთა დეფიციტის მართვა“...

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეროვნულებზე არჩევით საგნებს შესაძლოა კიდევ ერთი გამოცდა დაემატოს

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, განსაკუთრებული ფორმით გაეცოცხლებინათ საყვარელი პერსონაჟები

„კითხვების მარათონის“ ორგანიზატორი პედაგოგი ნათია ხუცურაული გახლდათ

წერილი დედამიწას - მუხურის თემის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედამიწის დრე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს

საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება