სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, სიახლეები

„ჩვენი ორიენტირი ხარისხიანი განათლებაა“- თბილისის N94 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმოდ აღნიშნეს
16-09-2019
-
+


თბილისის N94 საჯარო სკოლაში ახალ სასწავლო წელს საზეიმო ღონისძიებით შეხვდნენ. სკოლა 2000-მდე მოსწავლეს, რომელთა შორის 175 პირველკლასელია, საინტერესო და აქტიურ წელს ჰპირდება.

საზეიმო ღონისძიებაზე თბილისის N94 საჯარო სკოლის დირექტორმა ნინო გახარიამ ოქროს მედალოსნებსა და 100%-იანი გრანტის მფლობელ სტუდენტებს, რომლებმაც საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარეს, დიპლომები გადასცა. სტუდენტებმა მომავალ თაობებს წარმატებები უსურვეს და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით რჩევებიც მისცეს. პირველკლასელებმა კი, ღონისძიებაზე დამსწრეთა წინაშე ლექსები წარმოთქვეს.

სალომე ლასარეიშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე, 100%-იანი გრანტით ჩააბარა. სალომე etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სკოლა ეხმარებოდა თავი სრულფასოვან მოსწავლედ ეგრძნო და მისი წარმატება მასწავლებლების დამსახურებაა.

„ჩემთვის მთელი 12 წელი ემოციურად ძალიან დატვირთული იყო. მასწავლებლებმა უდიდესი ცოდნა და გამოცდილება მომცეს.  N94 სკოლის დირექცია ყოველთვის გამოირჩეოდა  ბავშვებთან ღიაობით და მაქსიმალურად გვაძლევდა შესაძლებლობას, რომ თვითრეალიზებულები ვყოფილიყავით, ჩვენი კრეატიული იდეები განგვეხორციელებინა. მასწავლებლებმა, ერთი მხრივ, დიდი აკადემიური ცოდნა,  მეორე მხრივ კი, ცხოვრებისეული გამოცდილება მომცეს. ეს პერიოდი ყოველთვის მონატრებით გამახსენდება“- გვიყვება სალომე ლასარეიშვილი.

თბილისის N94 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გახარია ამბობს, რომ სკოლა აქტიურად მუშაობს, რათა ბავშვებს სკოლაში მისვლა უხაროდეთ და მათ ხარისხიანი განათლება მისცენ.

„ბავშვმა სკოლისადმი მიკუთვნებულობა თუ იგრძნო, იქ ყველაფერი მოგვარდება და თუ ვერ იგრძნო, წინ ვერ წახვალ. ჩვენი სკოლის მთავარ შემოსასვლელში წაიკითხავთ  სიტყვებს „გავუთბოთ ერთმანეთს გულები“, სწორედ ეს არი ჩვენი მიზანი.  სკოლაში ძალიან კვალიფიციური კადრები გვყავს. 105 მასწავლებლიდან 8 პედაგოგი წამყვანობაზეა წარდგენილი, 78-მდე მათგანი უფროსი მასწავლბელია და აქედან დაახლოებით 32 პედაგოგი გარე დაკვირვებისთვის ემზადება. წლის დასაწყისშივე გვეყოლება ერთი მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელიც“,- ამბობს ნინო გახარია.

ნინო გახარია განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს დადებითად აფასებს და ფიქრობს, რომ მასწავლებლის შრომა ახლა ისე ფასდება, როგორც არასოდეს.

„ვფიქრობ, მომდევნო წლები ძალიან ნაყოფიერი იქნება. რაც ახლა კეთდება მასწავლებლებისთვის, ალბათ, აქამდე არ გაკეთებულა. მასწავლებლის შრომა, ღვაწლი, დაფასებულია თუნდაც იმით, რომ ასაკს მიღწეულ პედაგოგებს სახელმწიფომ საშუალება მისცა სისტემიდან და ღირსეულად, ჯილდოთი  წასულიყვნენ. პედაგოგი თავისი თავის განვითარებაზე უნდა ზრუნავდეს, სახელმწიფომ კი ის უნდა წაახალისოს. მასწავლებლის განვითარება ხომ დადებითად მოქმედებს ბავშვების შედეგებზე"- გვეუბნება ნინო გახარია.

მისივე თქმით, სკოლაში წელს განსაკუთრებულ აქცენტს პროექტებით სწავლებაზე გააკეთებენ, რადგან ეს მოსწავლის მრავალმხრივი განვითარების საშუალებას იძლევა.

თბილისის N94 საჯარო სკოლის დირექტორი სრულიად საქართველოს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და ყველა პედაგოგს უსურვებს ბავშვებთან ისეთი მიდგომები და დამოკიდებულება ჰქონდეთ, რაც მათ სკოლას კიდევ უფრო შეაყვარებს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება