სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სამასწავლებლო

„მასწავლებელთა გამოცდაზე საშუალოდ 55%-მა პრაქტიკოსმა პედაგოგმა დაადასტურა კომპეტენცია“ - მანანა რატიანი
10-09-2019
-
+


„მასწავლებლობის მსურველთა რაოდენობა წელს, ფაქტობრივად, სამჯერ მეტი იყო, ვიდრე წინა წლებში. რაც იმას ნიშნავს, რომ მასწავლებლის პროფესია მიმზიდველი გახდა გარე ადამიანებისთვის, სისტემაში მყოფმა მასწავლებლებმა კი, ვინც აქამდე ვერ მოიპოვეს სასურველი კომპეტენცია, გამოცდაზე გასვლა გადაწყვიტეს,“- ამის შესახებ etaloni.ge-სთან, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანმა განაცხადა.  

მისი თქმით, შედეგების მიხედვით, მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების მაჩვენებელი დაბალია.

„მთლიანობაში, წელს დიდი მოთხოვნა იყო კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდებზე გასვლის, რასაც ადასტურებს, პირველ რიგში, არსებული მასწავლებლების რაოდენობა, რომლებიც გავიდნენ გამოცდებზე და არანაკლებ მნიშვნელოვანია მასწავლებლობის მსურველთა რიცხვი, რაც, ფაქტობრივად, სამჯერ მეტი იყო, ვიდრე წინა წლებში. ამ ორი მონაცემის მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ  მასწავლებლის პროფესია მიმზიდველი გახდა გარე ადამიანებისთვის, რაც თავისთავად კარგია, რადგან მაღალი კონკურენციის პირობებში, ხარისხიც ამაღლდება. გარდა ამისა, მასწავლებლებმა, რომლებსაც 2010 წლიდან  შეეძლოთ, მსგავსი ტიპის გამოცდებზე გასულიყვნენ, თუკი აქამდე არ სცადეს, ან ვერ მოიპოვეს შედეგები, გამოცდაზე განმეორებით გასვლა გადაწყვიტეს, ზოგიც პირველად გავიდა. მოკლედ, ინტერესი ბევრად დიდი იყო, ვიდრე წინა წლებში.პრაქტიკოსი მასწავლებლების ნაწილი, როგორც საგნის, ასევე უნარების გამოცდაზე გავიდა. ჯამში, 15 500-მდე პრაქტიკოსი მასწავლებელი საგნის გამოცდაზე, 13 700-ზე მეტი კი, პროფესიული უნარების გამოცდაზე გავიდა და მათ შედეგებს თუ ავიღებთ, მთლიანობაში, კომპეტენციის დადასტურების მაჩვენებელი მაღალი არ იყო. 1, 4, 7 და 10 კრედიტით დაადასტურა კომპეტენცია საშუალოდ, მასწავლებელთა 55-მა პროცენტმა საგანსა და უნარებში,“- აღნიშნა მანანა რატიანმა.

მისივე განმარტებით, მაღალი მომართვიანობიდან გამომდინარე, ნოემბერში გამოცდაზე გასვლას კიდევ ერთხელ შეძლებენ, როგორც პრაქტიკოსი მასწავლებლები, ასევე მასწავლებლობის მსურველები და უმაღლესი სასწავლებლების დამამთავრებელი კურსის სტუდენტები.

„თავდაპირველად კი ითქვა, რომ ნოემბერში იქნებოდა მხოლოდ განმეორებითი გამოცდა, მაგრამ ვინაიდან იმ მასწავლებლების ინტერესი და მომართვიანობა ძალიან მაღალი იყო, ვინც ზაფხულზე დარეგისტრირება ვერ მოახერხა და დიდი სურვილი აქვთ გამოცდებზე გასვლის, ინდივიდუალური ქეისების გავლას, არჩიეს, რომ ყველა კიდევ ერთხელ გასულიყო გამოცდაზე. ანუ გამოცდაზე გასვლა შეუძლიათ, როგორც პრაქტიკოს მასწავლებლებს, ასევე სისტემაში შემომსვლელებს. გარდა ამისა, ისევე როგორც ზაფხულზე, ახლაც, გამოცდაზე გასვლას შეძლებენ ბოლო, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც, რათა შემდგომ სისტემაში შემოვიდნენ.  ჩვენ ვიცით, რომ ვაკანსიები ახლა ზამთარშიც იქნება. ასე რომ, პროფესიაში შემოსვლის ინტერესი საკმაოდ დიდია“,- აცხადებს რატიანი.  

Etaloni.ge-ს კითხვაზე, შეძლებენ თუ არა კვალიფიკაციის ამაღლებას ის პრაქტიკოსი მასწავლებლები მომავალ წელს, ვინც ჯერჯერობით ეს ვერ მოახერხა, მასწავლებელთა სახლის დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ ამის საშუალება აქვს ნებისმიერ მსურველს:

„კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება ნებისმიერ ადამიანს აქვს. უბრალოდ, ეს საშუალება განსხვავებულია. მოქმედ მასწავლებლებს, წლების განმავლობაში ვეხმარებოდით ტრენინგებით, რადგან ჩვენი ინტერესია, მათ კომპეტენცია გაიუმჯობესონ და ისევ ექნებათ ამის საშუალება. ამავდროულად, შეეძლებათ, სხვა ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული ტრენინგებით ისარგებლონ და მხოლოდ ერთი ორგანიზაციის შემყურენი არ იყვნენ“,- განმარტა მანანა რატიანმა.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 სკოლების შესახებ გადაწყვეტილებებს 16 კაციანი კომისია მიიღებს - დეტალები 

ცენტრს უფლება აქვს აბიტურიენტს მოსთხოვოს ატესტატის ასლის მიტანა

ორი საგნის საგამოცდო პროგრამის, ტესტებისა და შეფასების კრიტერიუმებზე აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

29 მაისი ბოლო დღეა - emis რესგისტრაციებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს

სკოლის ადმინისტრაციას ხელფასები გაეზრდება, მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდაზე მიქანაძე კითხვას არ პასუხობს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა 9 პირველკლასელმა

ღონისძიებაზე ადვოკატმა იზო მაღლაკელიძემ უპასუხა მოსწავლეებისა და მშობლების შეკითხვებს
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება