სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლობის მსურველი 9000-მდე აპლიკანტიდან გამოცდა დაახლოებით 2300-მა ჩააბარა
10-09-2019
-
+


მასწავლებლობის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 10 ათასი მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა, საიდანაც 8 896 აპლიკანტი გავიდა გამოცდაზე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტესტირებაში მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა 6 568 აპლიკანტმა, შესაბამისად 2 328 აპლიკანტმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

აღნიშნულის შესახებ  ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპეტენციის დადასტურების გამოცდა წარმატებით მასწავლებლობის მსურველთა დაახლოებით, 26%-მა დაძლია.

„მასწავლებლობის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 10 ათასი მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა, საიდანაც გამოცდაზე  9 ათასამდე აპლიკანტი გავიდა. მათგან 26%-მა მიიღო 10 კრედიტი, რაც იმას ნიშნავს რომ მან წარმატებით გადალახა ზღვარი“, - განაცხადა ირინა აბულაძემ. 

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის გამოცდაზე, რომელიც ივლისში ჩატარდა საერთო ჯამში 31 ათასამდე აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული საიდანაც 20 ათასამდე პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო, ხოლო 10 ათასამდე მასწავლებლობის მსურველი.

იხილეთ ასევე: 2019 წლის მასწავლებლის გამოცდის საბოლოო შედეგები ცნობილია

მასწავლებელთა გამოცდაზე რეგისტრაცია 10 სექტემბრიდან დაიწყება - ვის ექნება ტესტირებაში მონაწილეობის უფლება?


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება