სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''ეტალონი'' ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი შეჯიბრია'' - რატი თხილაიშვილი, ''ქობულეთის ეტალონი მოსწავლე''
04-05-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება.

ამჯერად ''ქობულეთის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.    
 
ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი  ქობულეთის კულტურის ცენტრში ჩატარდა.   
 
ქობულეთის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.  
 
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ.   
   
დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა.  
    
''ქობულეთის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ კირონ მეორის სახელობის საგანმანათლებლო მართმადიდებლური ცენტრის მე-9 კლასის მოსწავლე, რატი თხილაიშვილი დაეუფლა.
   
''ქობულეთის ეტალონი მოსწავლე'' რატი თხილაიშვილი ''ეტალონის'' მომავალ მონაწილეებს რჩევებს აძლევს:

''ეტალონის'' მომავალ მონაწილეებს ვურჩევ, არ ინერვიულონ. რაც ყველაზე მთავარია, კარგად ისწავლონ, დაგროვილი ცოდნა გამოადგებათ პროექტში მონაწილეობისას. ''ეტალონი'' ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი შეჯიბრია.''    
 
ქობულეთის გამგეობის კულტურის განათლების, სპორტის ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის განათლების განყოფილების უფროსის სულხან ნიჟარაძის თქმით, ''ეტალონში'' ჩართული ყველა ადამიანი მადლიან საქმეს ასრულებს:

''შარშანდელთან შედარებით წელს, ბევრად მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ბავშვები მოტივირებულნი იყვნენ. მართალია, გამარჯვება ერთ მონაწილეს, რატი თხილაშვილს ხვდა წილად, მაგრამ დამერწმუნეთ, თითოეული მონაწილე ძალიან ბედნიერი იყო. ''ეტალონი'' არ არის ჩვეულებრივი პროექტი, ეს არის ძალიან დიდი მოვლენა დღევანდელ ცხოვრებაში, ''ეტალონი'' არის ეროვნული, სახალხო პროექტი და შესაბამისად, მასში ჩართული ყველა ადამიანი მადლიან საქმეს ასრულებს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გოჩა ტყეშელაშვილს ასეთი კარგი პროექტისათვის.''    
 
გამგეობის კულტურის განათლების, სპორტის ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ნათია ნიჟარაძე ღონისძიების მასშტაბურობას უსვამს ხაზს:

''
ქობულეთის მუნიციპალიტეტი უკვე მეორე წელია ''ეტალონთან'' თანამშრომლობს. პროექტში მონაწილეობენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებიც. წელს იყო უპრეცედენტო შემთხვევა - 75 ბავშვი მონაწილეობდა. ღონისძიება გახლდათ მასშტაბური, უამრავი ადამიანი ესწრებოდა.'' 
  
ქობულეთის რესურსცენტრის უფროსი მადონა გოგიტიძე აღნიშნავს, რომ მოსწავლეები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი აქტივობითა და ინტენსივობით ჩაერთონ ''ეტალონში'':

''ეტალონში'' მონაწილეობის მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს, მოსწავლეებიც და ზოგადად საზოგადოება ეჩვევა ასეთ პროექტში ჩართულობას, სადაც არის კონკურენცია და სადაც ყველაფერი ნიჭიერებაზე, ცოდნასა და წიგნიერებაზეა დამოკიდებული. მოსწავლეები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი აქტივობითა და ინტენსივობით ჩაერთონ ''ეტალონში''. რაც შეეხება ღონისძიებას, ძალიან კარგად იყო ორგანიზებული. მოსწავლეების სწავლის დონით და მომზადებით კმაყოფილი ვარ. ბატონი გოჩა ღონისძიებას მუდამ ორგანიზებულად უძღვება, ნამდვილად იმსახურებს ჭეშმარიტად მოწონებასა და აღიარებას.''     
 
ღონისძიება შემოქმედებითად გააფორმეს დათო შაინიძემ, ბექა გუნთაიშვილმა, თამარ რევაზიშვილმა და ქობულეთის ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის სახელოვნებო სკოლასთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა ''ნადურმა''.    
 
''ქობულეთის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი რატი თხილაიშვილი, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.   

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. ''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.  

პროექტის მხარდამჭერია დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია.

ფოტოების სანახავად გადადით ბმულზე

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

„წარმოდგენამ კიდევ ერთხელ გვაზიარა დიდი ქართველი მოღვაწის ცხოვრებისა და ღვაწლის მნიშვნელობას“

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება