| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა.
ვაუჩერის კოეფიციენტებისა და საჯარო სკოლებისათვის განსაზღვრული საბაზო დაფინანსების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
ამასთან, დოკუმენტს დაემატა პუნქტი, რომლის მიხედვითაც, იმ საჯარო სკოლებს, რომლებშიც არ არის წარმოდგენილი მანდატურის სამსახური, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, ყოველთვიურად გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე უფლებამოსილი პირის შრომის ანაზღაურებისათვის 125 ლარის ოდენობით.
ასევე, საჯარო სკოლებს, დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის მიზნით.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილდებეს მასწავლებელი - ყველა დეტალი
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება