სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

როგორ ვიყოთ მოტივირებული მასწავლებელი? - 5 რჩევა
04-09-2019
-
+


ვინ იყვნენ შენი საყვარელი მასწავლებლები სკოლაში? რა აქვთ ამ მასწავლებლებს საერთო? ხომ არ ჰქონდათ მათ სწავლების მსგავსი მეთოდები? - ამ კითხვებზე უმეტეს თქვენგანს, ალბათ, გაახსენდება მასწავლებელი, რომელიც თავის საქმეს დიდი ენთუზიაზმით უდგებოდა.

გახსოვდეთ, რომ მასწავლებლის მოტივაცია სასიცოცხლო როლს თამაშობს სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვაში!

მართალია, მასწავლებლებისთვის არ არის იოლი მოტივაციის შენარჩუნება, რადგან მასწავლებლობა არ არის მარტივი და ანაზღაურებაც შესაძლოა ყოველთვის ვერ აკომპენსირებდეს იმ დროსა და ენერგიას, რასაც ისინი თავიანთ სამუშაოში დებენ. თუმცა მასწავლებლობა ჯილდო და კმაყოფილებაა, რომელიც ძალას და მოტივაციას გმატებთ.

რჩევები, რომლებიც მასწავლებლებს მოტივაციის შენარჩუნებაში დაეხმარებათ:

იყავით სიახლეებზე ორიენტირებული

სცადეთ გაკვეთილის ჩატარების ახალ-ახალი მეთოდები და დააკვირდით, რომელი გაამართლებს. თავდაპირველად ახალი აქტივობების დაგეგმვა, შესაძლოა, არ იყოს მარტივი, თუმცა ეს დაგეხმარებათ ყველა ცვლილებისთვის მზად იყოთ.

გააზიარეთ იდეები


კლასში განხორციელებული სიახლეები თუ გაამართლებს ნუ დაიტოვებთ მათ მხოლოდ თქვენთვის. გაუზიარეთ იდეები და გამოცდილება კოლეგებს. ასე მათაც წაახალისებთ.. ნუ იფიქრებთ, რომ თქვენი იდეა უნდა იყოს ისეთი, როგორიც დედამიწაზე აქამდე არავის გაუკეთებია. შესაძლოა, თქვენი იდეა იყოს ძალიან მარტივი, მაგრამ აღმოჩნდეს ძალიან ეფექტური.

დააკვირდით კოლეგებს

კოლეგებზე დაკვირვება არის კარგი გზა, რომ მათი გამოცდილება თქვენი განვითარებისთვის გამოიყენოთ. აუცილებლად უთხარით, რომ აკვირდებით და  მიიღეთ თანხმობა. აუხსენით, რომ ამას თქვენი პერსონალური განვითარებისთვის აკეთებთ. ერთმანეთის ძლიერი თუ სუსტი მხარეების განხილვა ნაყოფიერი იქნება თქვენი მუშაობისთვის.

თუ გსურთ უთხარით კოლეგას, რომ დაგაკვირდეთ იმ ასპექტებზე, რაშიც თქვენი აზრით, განვითარება გჭირდებათ. გახსოვდეთ, რომ არ არსებობს რაიმე გადაჭრით სწორი ან არასწორი.

იქონიეთ ჩანაწერების წიგნაკი

ჩაიწერეთ რა გააკეთეთ და როგორი იყო მოსწავლეების რეაქცია სწავლების ახალი მეთოდების მიმართ. ეს დაგეხმარებათ დააკვირდეთ თქვენს განვითარებას და შეიმუშაოთ სწავლების ეფექტური გზები.

ბევრი იკითხეთ საგაკვეთილო მასალის შესახებ

შეეცადეთ ყოველდღიურად გაიღრმაოთ ცოდნა. ინტერნეტში საგაკვეთილო მასალასთან დაკავშირებული უამრავი საინტერესო ინფორმაცია შეიძლება იპოვოთ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება