სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ინტერვიუ

რა სახის იქნება სპეცმასწავლებლების სქემა და გამოცდა? - „სპეცმასწავლებლებს სტატუსები მიენიჭებათ“
03-09-2019
-
+


სპეციალური მასწავლებლების პროფესიული განვითარების ცალკე სქემა 2020 წლის იანვრიდან ამოქმედდება, სქემაში განსაზღვრული იქნება სტატუსები, სტატუსი კი სპეცმასწავლებელს კვალიფიკაციიდან გამომდინარე მიენიჭება.

რას გულისხმობს სპეციალური მასწავლებლების სქემა, ვინ ჩაერთვება აღნიშნულ სქემაში და რა სახის იქნება სპეცმასწავლებლების გამოცდა - აღნიშნულის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერმა სალომე ჩარკვიანმა etaloni.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

- რას გულისხმობს და როდის დასრულდება სპეციალური მასწავლებლების სქემის მომზადება?

- სპეცმასწავლებლების სქემა იქნება დაახლოებით იმავე ფორმის, რაც არის „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დოკუმენტი“. ის მოიცავს სხვადასხვა პროფესიის და სხვადასხვა განათლების მქონე ადამიანების გარკვეულ განვითარებას. დოკუმენტს სავარაუდოდ, შემოდგომაზე პარლამენტი განიხილავს და 2020 წლის იანვრიდან შევა ძალაში. კანონში შესვლის შემდეგ მაშინვე იქნება რამდენიმე სტატუსი.

მასწავლებლების სქემაში არის ოთხი კიბე. სპეცმასწავლებლების სქემის შემთხვევაში კი მენტორის სტატუსი არ იარსებებს. იქნება სამი სტატუსი. პრაქტიკოსიდან დავიწყებთ და ავალთ ზემოთ. როგორც მასწავლებლის სქემაშია პრაქტიკოსი, უფროსი და წამყვანი მასწავლებელი ზუსტად მსგავსი ტიპის სტატუსები იქნება. სტატუსები  სპეცმასწავლებლებს მათი განათლებიდან გამომდინარე მიენიჭებათ.

- ვის შეუძლია აღნიშნულ სქემაში ჩართვა და რა განათლება უნდა ჰქონდეს მიღებული სპეცმასწავლებლობის მსურველს?

- პროფესიით სპეცმასწავლებელი, რომელსაც დამთავრებული აქვს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა. ასეთი ადამიანები არიან ცოტა და ასეთი ადამიანები პირდაპირ გადავლენ მეორე საფეხურზე, მათ გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვებათ, ხოლო ვისაც მაგისტრატურის დიპლომი არ აქვს ამ პროფესიაში, ყველა იქნება პირველ საფეხურზე. შემდეგ ჩააბარებენ გამოცდას და გადავლენ მეორე საფეხურზე.  მესამე საფეხურისთვის კი იქნება განსაზღვრული აქტივობები, რომლებიც დოკუმენტის შემუშავებისას იქნება ცნობილი.

- რა სახის იქნება სპეცმასწავლებლების გამოცდა?

- ახლა გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. 2020 წლის ზაფხულისთვის იგეგმება სერთიფიცირების სამსაფეხურიანი გამოცდა და ამ გამოცდას დიდი წვლილი ექნება სქემაში. ეს იქნება განვითარების ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიტერიუმი.

მასწავლებელი თუ აბარებენ საგანს და ცალკე პროფესიულ უნარებს, სპეცმასწავლებლების შემთხვევაში ასე არ იქნება. ჩვეულებრივად გამოიცდება აპლიკანტი, როგორც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მიმართულებით ცოდნაში, ასევე, სწავლების სტრატეგიებში. ეს ერთი გამოცდა იქნება. უფრო ზედა სტატუსზე ასვლა კი ხელფასზეც აისახება.

- და ბოლოს, ამ ეტაპზე რამდენი სპეცმასწავლებელია სისტემაში და ჩაერთვება თუ არა ყველა სქემაში?

- დაახლოებით, 1 300 სპეცმასწავლებელი გვყავს სისტემაში და ყველანი ჩაერთვებიან სქემაში, უბრალოდ, რამდენი მათგანი განვითარდება ეს მათზეა დამოკიდებული.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება