სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

რა უნდა გავითვალისწინოთ ბავშვებისთვის სათამაშოს შერჩევისას მათი უსაფრთხოებისთვის?
03-09-2019
-
+


სათამაშო ბავშვის საგანძურია. ის მის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს. ბავშვები თამაშის საშუალებით სწავლობენ, იკვლევენ გარემოს და ხარჯავენ ენერგიას.

პატარასთვის სათამაშოს არჩევა ერთი შეხედვით იოლი საქმეა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მაღაზიები სავსეა ჯანმრთელობისათვის საშიში სათამაშოებით, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში ჩვენი შვილები პირში იდებენ, მშობლების მიერ დასახული ამოცანა რთულდება.

აშშ-ს პროდუქციის უსაფრთხოების კომისიის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ 2015 წელს აშშ-ს საავადმყოფოებში 250 000-ზე მეტი ბავშვი მოათავსეს ჯანმრთელობისათვის საშიში სათამაშოების გამოყენების გამო.

როგორ შევარჩიოთ სათამაშო ისე, რომ ზიანი არ მივაყენოთ ჩვენი შვილების ჯანმრთელობას?

  • სანამ სათამაშოს შეიძენთ, ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, სადაც მითითებულია, თუ რამდენად უსაფრთხოა ესა თუ ის სათამაშო;
  • შეარჩიეთ სათამაშო ხარისხის მიხედვით-ძვირფასი ნივთების ყიდვა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, თუმცა პატარას ჯანმრთელობისთვის თანხები არ უნდა დაგვენანოს;
  • ნუ შეიძენთ მეორად სათამაშოს, რომელიც ქუჩაში იყიდება;
  • სანამ სათამაშოს იყიდით, ყურადღებით დააკვირდით მის თითოეულ შემადგენელ ნაწილს. დარწმუნდით, რომ სათამაშო ნატურალური მასალისგან არის დამზადებული და არა საღებავისგან;
  • ნუ შეიძენთ ბავშვისთვის ბუშტებს, რადგან იმ შემთხვევაში თუ პატარამ მოულოდნელად ბუშტი გადაყლაპა, სუნთქვა გაუჭირდება;
  • არ შეუძინოთ ბავშვს ელექტრო სათამაშოები, რომლებიც შეიძლება კისერზე შემოიხვიოს და დაიხრჩოს;
  • მოაერიდეთ სათამაშოებს მაგნიტით, რადგან შესაძლოა მაგნიტი სათამაშოდან ჩამოვარდეს და ბავშვმა გადაყლაპოს.  2011 წელს აშშ-ში 22-მა ბავშვმა მაგნიტი გადაყლაპა და მძიმედ დაშავდა.
  • ბაზარზე არსებულ ძირითად სათამაშოებში არსებობს ისეთი მავნე ნივთიერებები, როგორებიცაა: ტყვია, ვერცხლის წყალი, დარიშხანი და აშ. ასე რომ, ყურადღებით დაათვალიერეთ მასალა, რისგანაც დამზადებულია ის.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება