სიახლეები
სკოლები, სიახლეები

„სასიამოვნოა იმის გააზრება, რომ სკოლაში გატარებული წლები დაგიფასდა“- აბიტურიენტები, რომლებმაც 100%-იანი დაფინანსება მიიღეს
02-09-2019
-
+


2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, სახელმწიფო გრანტი 6 546-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. მათგან 1011 უმაღლეს სასწავლებლებში 100%-იანი გრანტით ისწავლის.

Etaloni.ge 100%-იანი გრანტის მქონე რამდენიმე სტუდენტსა და მათი სკოლის დირექტორებს ესაუბრა. შევეცდებით გაგაცნოთ რამდენიმე მათგანი:

თბილისის N145 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი გუჯეჯიანი: „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე, დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან პროგრამაზე. მას შემდეგ, რაც ქულები დაიდო, დაახლოებით ვიცოდი, რომ 100%-იანი გრანტის მფლობელი გავხდებოდი. რეპეტიტორთან ვემზადებოდი ზოგად უნარებში, ბიოლოგიაში და ქართულ ენასა და ლიტერატურაში. დანარჩენს დამოუკიდებლად ვმეცადინეობდი“.

თბილისის N145 სკოლის დირექტორი მაია ოსიყმიშვილი: „გიორგი ყოველთვის წარმატებული და გამორჩეული მოსწავლე იყო, მათ შორის, დისციპლინით. მაღალ შედეგებს იღებდა ეროვნულ ოლიმპიადებზე და აქტიურად იყო ჩართული სასკოლო პროცესში“.

ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ნინი დეკანოიძე: „ჩავირიცხე დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში,  დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან პროგრამაზე. რაც შეეხება მიმართულებას, სავარაუდოდ, უჯრედულ კვლევებს ავირჩევ. მაღალი შედეგები მქონდა და აქედან გამომდინარე ველოდებოდი 100%-იანი გრანტის მიღებას, მაგრამ  ოფიციალურ დასტურს რომ ხედავ, რომ ეს გრანტი შენია, კიდევ უფრო განსხვავებული შეგრძნებაა. გამოცდებისთვის ვემზადებოდი 1 წლის მანძილზე, ოღონდ ძირითადი აქცენტი მქონდა ზოგად უნარებზე და მეოთხე საგანზე, ქიმიაზე“.

ჭიათურის N2  საჯარო სკოლის დირექტორი ცირა ბრეგვაძე: „ნინი ძალიან შრომისმოყვარე მოსწავლე იყო. იცოდა თავისი საქმის დაგეგმვა და წარმართვა იმ მიზნის შესაბამისად, რომელიც ჰქონდა დასახული. უნიჭიერესი ახალგაზრდაა. პასუხისმგებლობა და შრომა არ აკლია, შესაბამისად, შედეგიც არ აყოვნებს. ნინის წარმატებები ჰქონდა ქიმიის ოლიმპიადაში“.

ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე ჩაგუნავა: „ჩავირიცხე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე. ამ შედეგს ნამდვილად ველოდებოდი, რადგან ბოლო 1 წელი სისტემატიურად ვმუშაობდი ამ შედეგის მისაღებად. ყველა საგამოცდო საგანში ვემზადებოდი, მაგრამ ეს იყო პირველი წელი, როდესაც რეპეტიტორთან  დავიწყე სიარული“.

ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ფატიმა სიორიძე: „სალომეს ვიცნობ პირველი კლასიდან. ყველა სასწავლო წელს განსაკუთრებული შრომისმოყვარეობითა და წარმატებებით გამოირჩეოდა. იმდენად შრომისმოყვარე იყო, რომ  სხვანაირ შედეგს არც ჩვენც ველოდით. სალომე არის ძალიან მოწესრიგებული და შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული. ვამაყობთ, რომ შრომა დაუფასდა და ამ შედეგს მიაღწია“.

თბილისის N143 სკოლის მოსწავლე ელისაბედ აფაქიძე: „ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა. 100%-იან გრანტს, როგორც მთელი წლის განმავლობაში, ისე ქულების გაგების შემდეგაც ველოდი. სასიამოვნო ემოციაა იმ მხრივ, რომ რაღაც პატარა დავალება გქონდა, რაღაც პატარა მიზანი და შენ ამას მიაღწიე. სასიამოვნოა იმის გააზრება, რომ სკოლაში გატარებული წლები დაგიფასდა და ეროვნულ გამოცდებზე გამოამჟღავნე შენი ცოდნა.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რაღაც შეიძლება იცოდე, ხდება ხოლმე, რომ გამოცდაზე ნერვიულობ. კარგია იმის გაცნობიერება, რომ შენ მოახერხე გამოცდაზე ემოციები გაგეკონტროლებინა, თავი ხელში აგეყვანა და სტრესულ გარემოში იმდენი გაგეკეთებინა, რომ შენი მაქსიმუმი თუ არა რაღაც ნაწილი მაინც გამოგემჟღავნებინა. საგამოცდოდ მხოლოდ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ვემზადებოდი. ვთვლიდი, რომ ზოგად უნარებში არ მჭირდებოდა მომზადება. ქართულში მეცადინეობა ძალიან კარგი იყო, რადგან მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის კი არ მივიღე ცოდნა, არამედ ზოგადად ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და ძალიანაც შემიყვარდა ეს საგანი“.

თბილისის N143 სკოლის დირექტორი თამარ ჭარბაძე: „ელისაბედი განსხვავებული მოსწავლე იყო. ის ჩვენი სკოლის მედალოსანი და FLEX პროგრამის მონაწილეა. გასულ სასწავლო წელს ამ პროგრამით აშშ-ში იმყოფებოდა. ელისაბედი არაჩვეულებრივი ბავშვია, ძალიან ორგანიზებული და გონებაგახსნილი. მასზე მხოლოდ ყველაფერი კარგი შემიძლია ვთქვა“.

თბილისის N122 სკოლის მოსწავლე მარიამ ხუბულური: „ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტზე. თავიდან არ ვიყავი დარწმუნებული, მაგრამ ქულების ნახვის შედეგ უკვე ვიცოდი, რომ მექნებოდა 100%-იანი გრანტი. ძალიან გამიხარდა. ზუსტად არ შემიძლია ვთქვა რა გრძნობაა, მაგრამ ძალიან კარგი შეგრძნებაა, როდესაც მთელი წელი სწავლობ და ეს სწავლა გიფასდება. რეპეტიტორებთან ვემზადებოდი, მაგრამ ცოტა ხანი, წლის ბოლოს.  მეოთხე საგანში, ხელოვნებში, მხოლოდ ბოლო 2 თვე ვემზადებოდი“.

თბილისის N122 სკოლის დირექტორი მედეა ქოქსაშვილი: „წელს ჩვენი სკოლის 17-მა მოსწავლემ მოიპოვა სახელმწიფო დაფინანსება, აქედან 11 უფასო ფაკულტეტებზე ჩაირიცხა. ვფიქრობ, ეს სკოლაში გაწეული ძალიან დიდი მუშაობის შედეგია. სკოლამ ბევრი გააკეთა ბავშვებისთვის, რომ მათ ქონოდათ შესაბამისი სასწავლო გეგმა, ბავშვების ჩართულობა იყო ძალინ დიდი. მშობლებსაც ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. ყველა ძალიან კარგი მოსწავლე იყო, ვინც იმუშავა და გრანტი მიიღო“.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
უფასო ტრანსპორტირება, სტანდარტის დაცვა... კიდევ რა ევალებათ ბაღებს ახალი დოკუმენტის თანახმად
150-300-ლარიანი დახმარება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის - რა შემთხვევაში გაიცემა თითო არასრულწლოვანზე 20-ლარიანი სუბსიდია
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
სკოლა ამაყია მოსწავლის მიღწევით, მას ულოცავს ამ დიდ გამარჯვებას და წინსვლას უსურვებს
მოწაფეებმა დაასახელეს საყვარელი ავტორები და ნაწარმოებები, წაიკითხეს მონაკვეთები შერჩეული ნაწარმოებებიდან, იმსჯელეს და გამოიტანეს დასკვნები
​დაუზარელმა მოსწავლეებმა მე-7 კლასიდან დარგეს რამდენიმე ხე და დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება