სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რას მიირთმევენ სკოლის სასადილოში სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეები 
22-08-2019
-
+


მოსწავლის კვება ძალიან მნიშვნელოვანია. დამოუკიდებლად გეოგრაფიული ლოკაციისა მოსწავლეთა მშობლებს სურთ, რომ მათი შვილები ხარისხიანი, გემრიელი და სასარგებლო საკვებით იკვებონ. საქართველოში მოსწავლეები სკოლის ბუფეტებში ან სახლიდან მშობლების გატანებული სადილით იკვებებიან. საინტერესოა რას ჭამენ მოსწავლეების მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სკოლის სასადილოებში.

გთავაზობთ სასკოლო სადილის ფოტოებს, რომლებსაც მოსწავლეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სკოლის სამზარეულოში სთავაზობენ.

ფინეთში ჯანსაღ კვებას მკაცრად მისდევენ


ფინეთში სკოლის სადილის მთავარი ღირსება მისი მრავალფეროვნებაა. ბავშვებს სთავაზობენ ვეგეტარიანულ, ჰიპოალერგიულ და დიაბეტით დაავადებულთათვის განკუთვნილ საკვებს. ამ მხრივ ყველაფერი მკაცრად კონტროლდება. თეფშზე თქვენ ხედავთ მოხარშულ კარტოფილს და სოიოსა და სტაფილოსგან მომზადებულ ოთხ ვეგეტარიანულ გუფთას, არაჟნის სოუსს მწვანილით და ასევე მიუსლის.

სკოლის სამზარეულო საფრანგეთში ძვირადღირებული რესტორანს ედრება



ფრანგები რომ გურმანები არიან, ამაში მათი სკოლის სამზარეულოს სადილი კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ. 

ფოტოზე ვხედავთ მოხარშულ კარტოფილს, თეთრი ღვინის სოუსს, სოკოთი და ნაღებით, თევზს და ისპანახის პიურეს. მეზობელ თეფშზე ბუტერბროდს სალათის ფურცლით, პომიდვრით, ლიმონითა და ყველით და ცალკე თასით სალათის ფურცლებს. სურათს დაუჭრელი ნახევარი ბაგეტი ასრულებს. მიუხედავად სკოლაში კარგი კვებისა, მოსწავლეების დიდი ნაწილი რომლებიც სკოლასთან ახლოს ცხოვრობენ შესვენებაზე სადილად წასვლას სახლში ამჯობინებს.

​უნგრეთში ბავშვებს მაქსიმალურად ნოყიერ სადილს სთავაზობენ



უნგრელი ბავშვები სადილად დიდი ულუფით, მაქსიმალურად ნოყიერ, და, რა თქმა, უნდა სასარგებლო სადილს მიირთმევენ. სკოლის საკვები ძალიან ჰგავს იმას, რასაც ტრადიციულად უნგრელები სახლში ჭამენ, ამიტომ ბავშვები განსხვავებას თითქმის ვერ გრძნობენ და სიამოვნებით მიირთმევენ სკოლის სასადილოს სადილს.

სინზე იხილავთ პირველ და მეორე კერძს. ქათმის ბულიონის წვნიანს და მეპრე თეფშით, ლობიოს თეთრ სოუსში და ქათმის დიდი ნაჭერს.

ისრაელის სკოლის სასადილოში იციან, როგორ შეათავსონ გემრიელი და სასარგებლო

ისრაელში იციან, როგორ შესთავაზონ ბავშვებს ჯანსაღი საკვები ისე, რომ იგი მათ მოეწონოთ.



ფოტოზე ვხედავთ ორ სენდვიჩს კვერცხით, ყველით, კიტრითა და კამით. დესერტად ყურძენს და დაჭრილ ვაშლს და ასევე გარგარის და შავი ქლიავის ჩირს. ასევე მუსლის ბატონს. როგორც ჩანს, ისრაელში იციან, როგორ შესთავაზონ ბავშვებს ჯანსაღი საკვები ისე, რომ ის მათ მოეწონოთ.

სამხრეთ კორეის სკოლის სასადილოებში ყოველდღიურად გასტრონომიული დღესასწაულია



ერთ სადილში ამდენ მრავალფეროვნებას, სავარაუდოდ, ვერსად იპოვით. ფოტოზე შეამჩნევთ ელექტრონულ კოვზს, რომლის ტარება მოსწავლეებისთვის რეკომენდირებულია. ამ ქვეყანაში თითოეულმა ბავშვმა იცის, რამდენი გრამი და როგორი ულუფა უნდა ჭამოს ერთ ჯერზე - ასეთი კოვზით კი მისი გაკონტროლება იოლია.

ამერიკული სკოლის სადილი - ნებისმიერი ბავშვის ოცნებაა


და ბოლოს, ტრადიციული წითელი სინი, რომელიც ჩვენ არაერთხელ გვინახავს ამერიკულ ფილმებში. როგორც ვიცით, პროდუქტების ყოველდღიურ ნაკრებს თითოეული ამერიკელი მოსწავლე თავად ირჩევს და სინზე თავადვე ალაგებს. ფოტოზე ვხედავთ პიცის დიდი ნაჭერს, ასევე სალათის დიდ ულუფას, სიმინდს და დესერტად ატამს სიროფში. ამ ყველაფერს კი ამერიკელი მოსწავლე პაკეტის რძეს აყოლებს.

იხილეთ ასევე - რა უნდა გაიყიდოს სკოლის ბუფეტში - ცნობილი მზარეულის რჩევები


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 8 ივნისს იწყება - დეტალები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შედის - დეტალები

აღზრდასა და თავისუფლად გაზრდას შორის სხვაობის შესახებ მასწავლებლის სახლი ვებინარს ჩაატარებს

სწავლის დასრულებისა და ყველაზე ხანგრძლივი არდადეგების დაწყების თარიღი ცნობილია 

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები
კონკურსებს ხელმძღვანელობდა კომპეტენტური ჟიური
 

„სინათლით სავსე ცხოვრებას გისურვებთ, ჩვენო ძვირფასო კურსდამთავრებულებო!“

სკოლის ადმინისტრაციისა და მაღალკლასელთა ორგანიზებით, სახალისო აქტივობები მოეწყო

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მოამზადეს ლექსები, სიმღერები, მისალოცი სიტყვები
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება