სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ პირველ სამ ადგილზე გასულ მონაწილეს პრიზები გადასცა
02-05-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება.

ამჯერად ''ლანჩხუთის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა. 

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ხაჯალიის სკოლაში ჩატარდა.  

ლანჩხუთის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ. 

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და რესურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ.

პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 500 ლარი გადასცა, მეორეზე გასულს ილუსტრირებული ბიბლია, ხოლო მესამე ადგილის მფლობელს ილუსტრირებული ისტორია.   

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა.  

''ლანჩხუთის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს ლანჩხუთის N2 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, სალომე ჩიკაშუა დაეუფლა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ აღნიშნა, რომ გამგეობის სახელით პირველ სამ ადგილზე გასულ მონაწილეს ფულადი პრიზები გადაეცათ:

''ყველაფერი ძალიან ორგანიზებულად ჩატარდა, როგორც ბატონ გოჩას ჩვევია. პროექტში მომავალი თაობა  - სკოლის მოსწავლეები არიან  ჩართულები. ისინი დიდ  ინტერესს იჩენენ ინტელექტ-ჩემპიონატისადმი. ცოდნის მიღება აუცილებელია და ამას პირველ რიგში, სკოლაში უნდა ჩაეყაროს საფუძველი. ''ეტალონი'' სწორედ ამ პროცესს უწყობს ხელს - ეხმარება მოსწავლეებს სწავლის გაღრმავებაში და ინტერესს უჩენს. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ ''ეტალონის'' მონაწილეებს ფულადი პრიზები გადავეცით.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის თამარ ფირცხალაიშვილის თქმით, ღონისძიება მასშტაბურობით გამოირჩეოდა:

''ძალიან მასშტაბური ღონისძიება იყო. ღონისძიებით კმაყოფილები დარჩნენ როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები და დირექციის წარმომადგენლები.  მუნიციპალიტეტმა პირველ სამ ადგილზე გასული მოსწავლეები ფულადი პრიზებით წაახალისა.  ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ამ საგანმანათლებლო პროექტს და ხელს შევუწყობთ მის სამომავლო განგვითარებას.''

გამგებლის მოადგილემ ნუგზარ ცინცაძემ აღნიშნა, რომ პროექტი ახალგაზრდების ინტელექტუალურ განვითარებას უწყობს ხელს:

''ღონისძიება შესანიშნავად ჩატარდა, უდიდესი სითბო შემოიტანა ბავშვებში. პროექტი ახალგაზრდების ინტელექტუალურ განვითარებას უწყობს ხელს, სტიმულს აძლევს მოსწავლეებს, რომ მეტი იმუშაონ საკუთარ თავზე. ეროვნული თვალსაზრისით კი იმას ნიშნავს რომ მომავალი თაობა უფრო განათლებული გაიზრდება. ამიტომაც ჩემი შთაბეჭდილება არის მაღალი რისთვისაც მადლობას ვიხდი.''

საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე ''ეტალონის'' ორგანიზატორებს მადლობას უხდის:

''ღონისძიებით არამარტო კმაყოფილი ვარ, არამედ გახარებულიც. დიდ მადლობას ვუხდი ''ეტალონის'' ორგანიზატორებს. ეს არის ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. ღონისძიება ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა, ყველაფერი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული.''

რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჩიტაძე აღნიშნავს, წინა წლებთან შედარებით, ''ეტალონში'' მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა წელს საგრძნობლად მეტია:

''ღონისძიება როგორც ყოველთვის შთამბეჭდავი და ემოციური იყო. წინა წლებთან შედარებით, მოსწავლეთა რაოდენობა წელს საგრძნობლად მეტია. წელს 69 მოსწავლე მონაწილეობდა. შედეგებიც საკმაოდ კარგი იყო. სამივე გამარჯვებულმა 82 ქულა აიღო. შედეგები ყოველწლიურად უმჯობესდება. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და დადებითად ვარ განწყობილი. ინტელექტ-ჩემპიონატი მოსწავლეებითვის ძალიან კარგი მოტივატორია. ''ეტალონი'' სწორედ იმ საქმეს ემსახურება, რასაც ჩვენ სკოლებისთვის ვაკეთებთ.''

''ლანჩხუთის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი სალომე ჩიკაშუა, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.   

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. ''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.  

პროექტის მხარდამჭერია დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია.

ფოტოების სანახავად გადადით ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება