სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეიცვლება თუ არა 2020 წლის ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატი?! - მიხეილ ბატიაშვილის და სოფო გორგოძის პასუხი
08-08-2019
-
+


2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ. ახალი მოდელი გულისხმობს გამოცდების რაოდენობის შემცირებას 4 სავალდებულო გამოცდიდან 3 გამოცდამდე.

ახალ მოდელთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

etaloni.ge-ის კითხვაზე უნდა ელოდონ თუ არა აბიტურიენტები უშუალოდ საგამოცდო ტესტებში ცვლილებებს, სოფო გორგოძე და მიხეილ ბატიაშვილი პასუხობენ:

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ცნობით, ისტორიის გამოცდის ტესტის ფორმატის გადახედვა და უფრო დახვეწა იგეგმება.

„ტესტის ფორმატი გადაიხედება ისტორიის მიმართულებით, რადგანაც მას ამხელა მნიშვნელობა მიენიჭება. იმისთვის რომ აბიტურიენტების ყველა მნიშვნელოვანი უნარი გამოვცადოთ და დავინახოთ, ამიტომ გარკვეულწილად ვმუშაობთ, რომ ეს ტესტის ფორმატი კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს“, - განაცხადა სოფო გორგოძემ.

რაც შეეხება სხვა საგნებს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ყველა საგამოცდო ტესტი გადაიხედება და შესაძლოა გარკვეული ცვლილებები შევიდეს. 

„როგორც იცით ყოველწლიურად გარკვეულ ცვლილებები შეგვაქვს. ყველას გადახედვას ვაპირებთ და საბოლოოდ რასაც მივიღებთ, რა თქმა უნდა, ამას განვაცხადებთ“,-აღნიშნა მან.

ამასთან, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი მიზანია, საუნივერსიტეტო პროგრამა და აბიტურიენტთა ჩასაბარებელი გამოცდები რელევანტური გახდეს, ერთმანეთთან შესაბამისობაში იყოს.

„რადიკალური ცვლილებები არ იგეგმება. მთავარი მიზანი რაც იყო ის არის, რომ საუნივერსიტეტო პროგრამა რელევანტური უნდა იყოს იმ სისტემის, რომელსაც აბიტურიენტი აბარებს. ეს დაეხმარება აბიტურიეტენტსაც სტუდენტობის პერიოდში, რათა მოხდეს მისი მარტივი ადაპტირება საუნივერსიტეტო პროგრამასთან“, - განაცხადა მინისტრმა.

იხილეთ ასევე: 2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ - დეტალები


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება