სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელთან და უფასო ფაკულტეტებთან დაკავშირებით ინფორმაცია შემოდგომაზე გახდება ცნობილი
07-08-2019
-
+


უფასო ფაკულტეტებთან და უნივერსიტეტების დაფინანსების ახალ მოდელთან დაკავშირებით ინფორმაცია შემოდგომაზე გახდება ცნობილი. 

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მოდელი თითქმის მზად არის და მცირე დეტალების დამუშავება მიმდინარეობს.

ამასთან, მინისტრი აღნიშნავს, რომ უფასო ფაკულტეტებთან დაკავშირებით წელს არანაირი ცვლილება არ იქნება.

„აქტიურად ვმუშაობთ უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელზე მსოფლიო ბანკთან ერთად. ეს შეეხება არა მარტო უფასო ფაკულტეტებს, არამედ უნივერსიტეტების დაფინანსებასაც. ძირითადი აქცენტი გაკეთდება სწავლის ხარისხზე და უნივერსიტეტების შედეგებზე. ეს მოდელი პრაქტიკულად ბოლოშია გაყვანილი და მცირე დეტალებია დარჩენილი. აქაც უნივერსიტეტებთან კონსულტაციების გზით მივდივართ, დამუშავებული გვაქვს ფინანსური დეტალები, რათა ჩვენს უნივერსიტეტებს არ შეექმნათ არავითარი რისკი. სავარაუდოდ, შემოდგომაზე უკვე შემდეგი წლისთვის წარმოვადგენთ ახალ მოდელს, თუმცა როგორც უკვე ვთქვი, იქაც ძირითადი აქცენტი გაკეთდება სწავლის ხარისხზე და უნივერსიტეტების შედეგებზე. სწავლის ხარისხი იქნება ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი. წელს არანაირი ცვლილება უფასო ფაკულტეტებს არ ეხებათ. მომავალ წელს როგორ იქნება წარმოდგენილი, რა კომპონენტებს გავაძლიერებთ - ეს უკვე ახალი მოდელის ფარგლებში გახდება ცნობილი“,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრის თქმითვე, 2019 წლის უფასო ფაკულტეტებთან დაკავშირებით ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის ცნობილი უახლოეს პერიოდში გახდება.

„კომისია მუშაობს ამ მიმართულებით, პრაქტიკულად ერთი შეკრება დარჩა. ყველა შემთხვევაში უფასო ფაკულტეტების სია მანამდე გახდება ცნობილი, სანამ აბიტურიენტებს არჩევანის შეცვლის უფლება ექნებათ“,-განაცხადა მინისტრმა.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება