სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ყველაზე ემოციური მომენტი მასწავლებელთა გამოცდიდან 
12-07-2019
-
+


მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე დღეიდან მასწავლებლებმა და მასწავლებლობის მსურველებმა საგნის გამოცდების ჩაბარება დაიწყეს.

მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგების გამოცდაზე გულშემატკივრებს ნაკლებად შეხვდებით, დღეს ქუთაისის N41 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში ერთ-ერთ პედაგოგს ყველაზე მნიშვნელოვანი გულშემატკივარი ელოდა.

როგორც აღნიშნული საგამოცდო ცენტრის კოორდინატორმა, ეკატერინე როსტიაშვილმა საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, ერთ-ერთ პედაგოგს, რომელიც გამოცდაზე იმყოფებოდა, ცენტრის გარეთ ახალშობილი ელოდა.

„გაიცანით ეს პატარა ვაჟკაცი, რომელიც დღეს ქუთაისის N41 საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში პედაგოგების გამოცდაზე გამოსულ დედიკოს მოთმინებით ელოდა მანქანაში. შემდეგ მოშივდა. ჩვენც შევიყვანეთ და ჩავახუტეთ დედიკოს. მიირთვა რძე და მოვიდა ხასიათზე. დედიკომ ტესტირება გააგრძელა. პატარა გიორგი კი მამიკოს დავუბრუნეთ“, - წერს ეკატერინე როსტიაშვილი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება