სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

შიდა ქართლის რწმუნებული ლამისყანელ ეტალონ მოსწავლეს შეხვდა
11-07-2019
-
+


შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი და ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონი“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის ლამისყანის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეს დავით ბეინაშვილს შეხვდნენ. დავითი 2018-2019 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატის კასპის ეტალონი მოსწავლეა.

შეხვედრა ლამისყანის საჯარო სკოლაში მოეწყო, რომელსაც დავით ბეინაშვილთან ერთად პედაგოგები და სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. შეკრებილებმა განათლების მნიშვნელობაზე, ახალგაზრდების ჩართულობაზე და ამ პროცესში მასწავლებლებისა და მშობლების როლზე ისაუბრეს.

„განათლებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ეს ჩვენმა ახალგაზრდებმაც კარგად იციან, რომლის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი დავითია. თავისი მონდომებითა და შრომით კასპის „ეტალონი“ მოსწავლე გახდა, რაც სხვა მოსწავლეებისთვის აუცილებლად გახდება მოტივაცია. სრულფასოვანი განათლების მისაღებად კი მნიშვნელოვანია სკოლა და სასკოლო გარემო. სწორედ ამიტომ, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიროიტეტია განათლების ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასაც ითვალისწინებს. აქვე აღვნიშნავ, რომ ლამისყანის საჯარო სკოლაში წელს გარკვეული სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება. გაკეთდება ღობე, მოწესრიგდება საკანალიზაციო სისტემა და დამონტაჟდება პანდუსი“ - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა. შეხვედრის ბოლოს რწმუნებულმა „ეტალონ მოსწავლეს“ სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება