სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ინტერვიუ

11 ივლისიდან უცხოური ენების ტესტების გასწორება იწყება - რუსუდან ტყემალაძე აბიტურიენტებისთვის საინტერესო კითხვებს პასუხობს
10-07-2019
-
+


უცხოური ენების ტესტების გასწორების პროცესი მიმდინარე წლის 11 ივლისიდან დაიწყება, ხოლო შედეგები აგვისტოს დასაწყისიდან ეტაპობრივად გამოქვეყნდება - აღნიშნულის შესახებ etaloni.ge-სთან ინტერვიუში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელმა, რუსუდან ტყემალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, წელს უცხოური ენების გამოცდა ორიენტირებული არა მხოლოდ გრამატიკული საკითხების ცოდნის შემოწმებაზე, არამედ ამ ცოდნის კონკრეტული მიზნებისთვის გამოყენებაზე იყო.

- წელს განსაკუთრებით მარტივად აფასებენ აბიტურიენტები უცხოური ენების გამოცდას, რასაც გრამატიკული ნაწილის ამოღებას უკავშირებენ. შეიძლება თუ არა რომ წელს აღნიშნული გამოცდა გამარტივებულად მივიჩნიოთ?

- ვერ დავეთანხმები ასეთ შეფასებას, რადგან ამ ცვლილებამ ტესტი არც გაართულა და არც გაამარტივა. მივიჩნიეთ, რომ მასწავლებლებისა და აბიტურიენტების ყურადღება უნდა გადაგვეტანა ცოდნის გამოყენებაზე. მოგეხსენებათ, ეს არის უნივერსიტეტებში მისაღები ტესტი და მნიშვნელოვანია შემოწმდეს აბიტურიენტის უნარები, თუ რამდენად შეუძლია მას ცოდნის (ამ შემთხვევაში გრამატიკულის) გამოყენება კონკრეტული მიზნებისათვის – ეს იქნება პრეზენტაციის მომზადება, წერითი დავალება თუ საუბარი. შესაბამისად, დავალება, რომელიც მხოლოდ გრამატიკული საკითხების ცოდნის შემოწმებაზე იყო ორიენტირებული, ამოვიღეთ.

- როგორია თქვენი მოლოდინი და რამდენად გაუმჯობესდა ან გაუარესდა ბოლო წლების განმავლობაში აბიტურიენტების შედეგები უცხო ენებში?

- ბოლო წლებში იმატა კარგად მომზადებული აბიტურიენტების რიცხვმა, განსაკუთრებით ინგლისურ ენაში. თუმცა, წინასწარი პროგნოზის გაკეთებისაგან თავს შევიკავებ. ვნახოთ, დაველოდოთ შედეგებს.

- საინტერესოა, ასევე რამდენი აპლიკანტი აბარებს წელს ინგლისურ ენას, რამდენი რუსულს, რამდენი გერმანულს და რამდენი ფრანგულს?

- დარეგისტრირებულ აპლიკანტთა რაოდენობა იყო: 33 220 - ინგლისური, 3 882- რუსული, 445 - გერმანული და 85 ფრანგული, გამოცდებზე გამოცხადდა დარეგისტრირებულ აბიტურიენტების დაახლოებით 95%.

- რომელი უცხო ენის ჩაბარების მსურველი აბიტურიენტების რაოდენობა იზრდება, რომლის მცირდება და რას შეიძლება დავუკავშიროთ აღნიშნული ცვლილება?

- იზრდება ინგლისური ენის ჩაბარების მსურველთა რაოდენობა. დანარჩენი სამი ენისა კი იკლებს. ეს ტენდენცია ბოლო 5-6 წელია არსებობს. ამ ეტაპზე, როგორც დარეგისტრირებული აბიტურიენტების რაოდენობიდან ჩანს, ინგლისურს აბარებს აბიტურიენტთა 85 პროცენტზე მეტი.  

- დაფიქსირდა თუ არა ხარვეზები წელს ტესტის მოსმენის ნაწილის დავალებებში და თუ დაფიქსირდა, რა სახის?

- მოსმენის ნაწილმა ყოველგვარი ხარვეზის გარეშე ჩაიარა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის არც ერთ აბიტურიენტს ტექნიკური აპელაციით არ მოუმართავს.

- როდის დაიწყება ტესტების შემოწმება?

- უცხოური ენების ტესტების გასწორების პროცესი 11 ივლისიდან დაიწყება.

- ქულების შესახებ როდის გახდება ცნობილი?

- გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება აგვისტოს პირველი რიცხვებიდან იგეგმება.

- როგორც დაანონსებულია, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მომავალ წელს გარკვეული ცვლილებები იგეგმება, შეეხება თუ არა ეს ცვლილება უცხოური ენების გამოცდებსაც?

- ახლა ადრეა ამაზე საუბარი. ნებისმიერი ცვლილებების შესახებ საზოგადოებას, როგორც ყოველთვის, დროულად მივაწვდით ინფორმაციას.

ასევე იხილეთ: 2019 წლის უცხოური ენების  გამოცდაზე გამოყენებული ტესტები


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

3 მთავარი ცვლილება მასწავლებლებისთვის - დამატებითი უფლებები და პირობები კანონით განისაზღვრა

კანონში მასწავლებლის ახალი თანამდებობები ჩნდება

ცვლილება საჯარო სკოლებსა და კონკრეტულ რესურსცენტრებს შეეხება - მინისტრის ბრძანება 

საგამოცდო დამხმარე მასალა მასწავლებლებისთვის ყველა საგანში

მასწავლებლები წერილობით დასვამენ კითხვებს - რომელი ორი საგნის პედაგოგებთან ჩატარდება შეხვედრა

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები
„მადლობა მასწავლებელ თამთა გომელაურს და მის მოსწავლეებს ამ ლამაზი, შესანიშნავი ღონისძიებისთვის“
 
გაკვეთილს ესწრებოდნენ კათედრის წევრები, კლასის დამრიგებელი, დირექტორი მთვარისა ახვლედიანი
 
ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექციამ მადლობა გადაუხადა მასწავლებელს და მას და მოსწავლეებს წარმატებები უსურვა
 

ღონისძიებას აფასებდა ჟიური, რომელიც შეჯიბრის დასრულებისთანავე აცხადებდა გამარჯვებულს. 

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება