სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

კომპანია ,,არემჯი“ ორი წელია ,,ეტალონის“ მხარდამჭერი და ინტელექტ-ჩემპიონატის მეგობარია
10-07-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2018-2019 სასწავლო წლის გამარჯვებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წმინდა ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიის მოსწავლე საბა ებანოიძე გახდა, რომელიც კომპანია „არემჯიმ“ 2500 ლარით დაასაჩუქრა.

„ეტალონის“ ფინალურ კონკურსზე კომპანიამ, 500 ლარით დააჯილდოვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მონაწილე ანა სიხაშვილი, რომელიც თბილისის N202 სკოლის მე-11-ე კლასის მოსწავლეა. „კასპის ეტალონ მოსწავლეს“ დავით ბეინაშვილს კომპანიისგან ასევე საჩუქრად გადაეცა 500 ლარი.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2018-2019 სასწავლო წლის ფინალი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა და მასში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობდა.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, პარლამენტის დეპუტატები და სხვადასხვა კერძო კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომპანია „არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის ამირან ქართველიშვილის თქმით, კომპანია „არემჯი“ ორი წელია „ეტალონის“ მხარდამჭერი და ინტელექტ-ჩემპიონატის მეგობარი კომპანიაა.

„კომპანია „არემჯი“ ძალიან მოხარულია, რომ აქვს შესაძლებლობა უკვე მეორე წელია იყოს „ეტალონის“ სპონსორი. პროექტი, რომელიც სრულიად საქართველოს ახალგაზრდებს, ჩვენს მომავალ ინტელექტუალურ რესურსს აერთიანებს საერთო მიზნებისკენ. ესეთი ტიპის ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში „არემჯის“ აქვს ბევრი სტიპენდიები სხვადასხვა მიმართულებით, როგორც საუნივერსიტეტო დონეზე, ასევე სახელოვნებო მიმართულებით, სპორტული წრეების თვალსაზრისით, ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობის კუთხით და „ეტალონი“ ამ მხრივ არის ერთ-ერთი გამორჩეული და მომავალში აუცილებლად გავაგრძელებთ თანამშრომლობას“, - განაცხადა ამირან ქართველიშვილმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება