| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზაფხული მოსწავლეებისთვის საყვარელი პერიოდია. როგორც იქნა მათ აღარ მოეთხოვებათ ყოველდღიურად სკოლაში სიარული და დავალებების შესრულება.
მიუხედავად იმისა, რომ არდადეგები დასვენებისთვის მოიფიქრეს, თანამედროვე სკოლა ასევე მთელ რიგ საზაფხულო დავალებებს ითვალისწინებს. ზოგიერთ სკოლებში ისინი სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს, სხვებში სავალდებულოა.
როგორც ერთ ისე მეორე შემთხვევაში მშობლებმა ბავშვი უნდა ამეცადინონ, დაეხმარონ ბავშვს განვლილი მასალის გახსენებასა და გადამეორებაში. 
უმცროსკლასელები - მათი ორგანიზება ყველაზე მარტივად თამაშის დახმარებით არის შესაძლებელი. მოიგონეთ როლური თამაშები, რომლის ამოცანაც იქნება საშინაო დავალებები, წარმატებულად შესრულების შემდეგ დააჯილდოვეთ. თამაშები შესაძლოა შექმნათ, მისი საყვარელი ფილმის ან მულტფილმის მიბაძვით.
უცხო ენა - თუ უკვე დაიწყო უცხო ენის სწავლა, მისი შეწყვეტა არ შეიძლება. ასაკიდან გამომდინარე ბავშვს შესასწავლ ენაზე ფილმის ნახვა შესთავაზეთ, გამოიყენეთ თამაშები ბარათებით და თავსატეხებით. შედეგად ზაფხულის პერიოდში სწავლა ბავშვისთვის გასართობად იქცევა.
ზაფხულში წასაკითხი ლიტერატურა - ცოტა თუ კითხულობს სიამოვნებით სკოლაში დავალებულ, არდადეგების დროს წასაკითხ ლიტერატურას. ფსიქოლოგები ერთობლივ ოჯახურ კითხვას და მკითხველის დღიურის წარმოებას გვირჩევენ. კითხვა გვაახლოებს: ჩნდება მეტი თემა განსახილველად და დასაფიქრებლად.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სტუდენტის სტატუსის შეჩერების ახალი წესი
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება