| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მათემატიკის გამოცდიდან ერთ-ერთი პირველი აბიტურიენტი საათნახევარში გამოვიდა და როგორც etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა, გამოცდა რთული საერთოდ არ ყოფილა და ძალიან გავდა 2018 წლის ტესტებს. როგორც მან აღნიშნა, ერთქულიანი ამოცანები სულ რაღაც 20 წუთში დაწერა, შედარებით რთული კი მისთვის 4-ქულიანი ამოცანები იყო.
„რთული არ იყო 2018 წლის ტესტებს გავდა ძალიან. ერთქულიანები გაცილებით მარტივი იყო. შედარებით რთული იყო ბოლო 2 ამოცანა. ორობითი სისტემები იყო, ლოგარითმები იყო ასევე ბევრი. ერთ-ერთი ბოლო ამოცანა იყო ხსნარებზე. ერთი იყო 40%-იანი სპირტის ხსნარი, მეორე 52%-იანი და გვეკითხებოდნენ რა რაოდენობები უნდა შეგვერია ეს სპირტები ისე, რომ ჯამში 10 ლიტრი 48%-იანი სპირტის ხსნარი მიგვეღო“,-გვითხრა თბილისის N39 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.
ასევე იხილეთ სხვა აბიტურიენტების შეფასებები:
„ძირითადად არ იყო ძნელი. რამდნიმე იყო, რამაც დამაფიქრა. უფრო გეომეტრიული ამოცანები იყო. ლოგარითმები, პროგრესიებზე იყო ბევრი კითხვა. ადვილები იყო საშუალო გადახრის შესახებ ამოცანები. 3-4 შემხვდა მარტო საშუალოს გამოთვლაზე. მე მათემატიკას და ლიტერატურასაც ვაბარებ და ვნახოთ, რომლით უფრო მეტ ქულას ავიღებ. საერთო ჯამში, ჩემი აზრით, ტესტი ძნელი არ იყო, მაგრამ დაახლოებით, 5-6 დასაფიქრებელი საკითხი იყო“,-განაცხადა თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.
„მარტივი არ იყო, მაგრამ თუ იცი დაწერ რაა. 30-ის ზევით შემოსახაზები რაც აღარ იყო, ის საკითხები უკვე შედარებით რთულია. 2-ქულიანებიც რამდენიმე ძალიან მარტივი იყო. ბოლო 4-ქულიანები საკმაოდ რთული იყო. 37-ე დავალება იყო პროცენტებზე. სხვადასხვა პროცენტიანი ხსნარები უნდა შეგერია ისე რომ რაღაც პროცენტიანი ხსნარი უნდა გამოგსვლოდა საბოლოოდ. 31-ე დავალება იყო სისტემა ამოსახსნელი. უტოლობა იყო და ის უნდა ამოგეხსნა. კიდევ რაც მახსოვს საკოორდინატო სიბრტყეზე წრეწირი იყო აგებული და მისი სიბრტყე უნდა გამოგეთვალა. საბოლოოდ, კმაყოფილი ვარ მაინც, ძალიან რთული არ ყოფილა, თუმცა, წინა წლის ტესტებს უფრო მარტივად ვაკეთებდი“,- გვითხრა თბილისის N39 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.
„იყო საკითხები, რომლებიც გამიჭირდა. მე მათემატიკასაც ვაბარებ და ისოტრიასაც. მათემატიკაში უბრალოდ მაინტერესებს რამდენ ქულას ავიღებ. ალგებრული საკითხები უფრო მეტი იყო, ვიდრე გეომეტრიული. საშუალო სირთულის ტესტი იყო ჩემი აზრით“,- განაცხადა თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.
„ძალიანა არ მერთულა. საშუალოს სირთულის ტესტი იყო. იყო წრფეზე აგებული ამოცანები. გამოსათვლელი უცნობი ფორმულები“, - განაცხადა თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება
„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება