სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

12 საათის მონაცემებით, სამეურვეო საბჭოს არჩევნებში მასწავლებელთა აქტივობა 63.9%-ს, ხოლო მშობელთა აქტივობა - 13%-ს შეადგენს
17-06-2019
-
+


„საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს და 12:00 საათის შედეგებით, არჩევნებში მასწავლებელთა აქტივობა 63.9%, ხოლო მშობელთა აქტივობა - 13% შეადგენს“, - აღნიშნულ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, საჯარო სკოლები თვითმმართველობის უმაღლეს ორგანოს - სამეურვეო საბჭოს არჩევნები 2 084 საჯარო სკოლიდან 2 071 საჯარო სკოლაში ტარდება. არჩევნები არ იმართება მცირეკონტიგენტიან სკოლებში კანდიდატების არ არსებობის გამო და  იმ ორ საჯარო სკოლაში, რომელიც არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.

„სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნები 09:00 საათზე გაიხსნა, კენჭისყრა 16:00 საათამდე გაგრძელდება.

ხაზგასასმელია, რომ სამეურვეო საბჭოს არჩევნები სკოლებში სამ წელიწადში ერთხელ ტარდება თუმცა, 2016 წლის ანალოგიურ არჩევნებში, 12:00 საათის მდგომარეობით, მასწავლებელთა აქტივობა 35%, ხოლ - მშობელთა აქტივობა 8,5%-ს შეადგენდა“, - აცხადებენ სამინისტროში.

სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში შემავალ ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს, რომლის წევრებს მშობლები და პედაგოგები ირჩევენ. სამეურვეო საბჭო ირჩევს როგორც სკოლის დირექტორს, ამტკიცებს ასევე სკოლის ბიუჯეტსა და შინაგანაწესს, ამასთანავე, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას.

სამეურვეო საბჭოს წევრები არიან სკოლის მასწავლებლები, მშობლები და საშუალო საფეხურის ერთი მოსწავლე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება