სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების სისტემისთვის 90 მილიონ ევროს გამოყოფს
17-06-2019
-
+


„მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების სისტემისთვის 90 მილიონ ევროს გამოყოფს. ფინანსურ შეთანხმებას ხელი ხვალ მოეწერება" - აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

პრემიერმა აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში ცალკე პროგრამაა გამოყოფილი ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის. 

„ეს არის უმნიშვნელოვანესი გზავნილი მსოფლიო ბანკის მიერ. თანხა გამოიყოფა ინოვაციების, ინკლუზიური განათლებისა და ხარისხის პროექტის ფარგლებში. ეს ამავე დროს წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის ნაწილს, რომელსაც ჰქვია ადამიანური კაპიტალის გაზრდა საქართველოში.

ეს პროექტი პირდაპირ დაგვეხმარება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაში. პროექტის პირდაპირი ბენეფიციარები იქნებიან ჩვენი მასწავლებლები, მოსწავლეები, უმაღლესი სასწავლებლები, სტუდენტები და სკოლამდელი განათლების დაწესებულებები.

პროექტში მნიშვნელოვანი აქცენტია გაკეთებული იმ მოსწავლეებზე, რომლებიც სწავლობენ მთიან რეგიონებსა და სოფლებში, მათ შორის ცალკე პროგრამაა იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში ცხოვრობენ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება