TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნიჭისა და მეგობრობის ფესტივალი - „შეთავაზება“ თბილისის N99 საჯარო სკოლისგან
17-06-2019
-
+


თბილისის N99 საჯარო სკოლამ მრავალფეროვან, შემოქმედებით და კრეატიულ ფესტივალ „შეთავაზებას“ უმასპინძლა.

საინტერესო აქტივობებით დატვირთულ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა საკუთარი ნიჭი მრავალმხრივ წარმოაჩინეს და სტუმრების დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.

საზეიმო განწყობასთან ერთად, აღსანიშნავი ფესტივალის მთავარი მიზანი გახლდათ, რომელზეც თბილისის N99 საჯარო სკოლის ლიდერი დირექტორი ნინო მესხიშვილი გვესაუბრა:

„უკვე მეორე წელია, ჩვენს სკოლაში ფესტივალი „შეთავაზება“ ტარდება, რომელიც, პირველ რიგში, მოსწავლეთა დაახლოებას და მათ შორის ჯანსაღ კომუნიკაციას უწყობს ხელს. ღონისძიებაზე თბილისის N81, N85, N106 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც გვყავდა მოწვეული, რომლებთანაც ჩვენი ბავშვები სამომავლოდ იმეგობრებენ. ფესტივალს საინტერესო მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ნომრები ახალისებდა, რომლებიც მოსწავლეებმა თავად დადგეს. აქტივობის ფარგლებში, ახალგაზრდებმა ეზო ფერადი ცარცებით მოხატეს, საინტერესო თამაშები მოაწყეს, ერთმანეთში საყვარელი ნივთები გაცვალეს და საკუთარი შესაძლებლობები მრავალმხრივ და წარმატებით წარმოაჩინეს.“

ფესტივალის ორგანიზატორი თბილისის N99 საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი ჯუბა ფეიქრიშვილი იყო:

„წლევანდელი ფესტივალისთვის მზადება სექტემბრიდან დავიწყეთ, მასში ჩვენი სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები მრავალმხრივი მიმართულებით მონაწილეობდნენ. ღონისძიება ორი ნაწილისაგან შედგებოდა, ეს იყო გამოფენა და კონცერტი, სადაც მოსწავლეებმა საკუთარი შემოქმედება და ქორეოგრაფიულ-მუსიკალური შესაძლებლობები ეფექტურად გამოავლინეს. მსგავსი ღონისძიებების მოწყობა მოსწავლეთა თვითმმართველობის უნარებს ავითარებს, ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და სასკოლო ცხოვრების სტიმულირებას უწყობს ხელს. სამომავლოდ გვსურს, რომ ფესტივალი უფრო მასშტაბური გავხადოთ, მეტი სკოლა ჩავრთოთ და ბევრი მოსწავლე გავაერთიანოთ.“

მოსწავლე ლიზი ცანკაშვილი:

„ფესტივალი ძალიან სახალისო და მნიშვნელოვანია, რადგან აქ ბევრ თანატოლს ვიცნობთ და ახალ მეგობრებს ვიძენთ. მოწყობილი გვაქვს ჩვენი ფანტაზიით მოფიქრებული სათამაშო ზონები, რომელში გამარჯვებულებსაც საკუთარი ხელით შექმნილ ნივთებს, წიგნებსა და სხვა საჩუქრებს ვაძლევთ სამახსოვროდ, ან უბრალოდ ვჩუქნით და ვცვლით. ამ, გზით განწყობას ვუზიარებთ ერთმანეთს და სასკოლო ცხოვრებას უფრო ერთიანს და საინტერესოს ვხდით.“

მოსწავლე ვანო ლალაზაშვილი:

„ფესტივალი „შეთავაზება“ როგორც ჩვენი, ასევე სხვა სკოლების მოსწავლეთა დაახლოებასა და ერთმანეთში აზრთა და შეხედულებათა მიმოცვლას ემსახურება. აქ ბავშვებს სხვადასხვა ნივთი გვაქვს წარმოდგენილი, რომელთაც სურვილის მიხედვით ერთმანეთს ვუცვლით ან ვჩუქნით სამახსოვროდ, ასევე მიმდინარეობს კონცერტი, რომელიც ღონისძიებას ახალისებს.“

თბილისის N99 საჯარო სკოლის ცხოვრებას მშობელი ია ფირფირაშვილი აქტიურად ადევნებს თვალს და მოხარულია, რომ მისი შვილი ჯანსაღ, ერთიან და მზრუნველ გარემოში სწავლობს:

„მოხარული ვარ, რომ ჩვენი სკოლა მსგავსი ღონისძიებების ორგანიზატორია, ფესტივალისა, რომელიც მოსწავლეთა დაახლოებას, ჯანსაღ გარემოში აღზრდასა და მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. ბავშვებმა საყვარელ პედაგოგებთან ერთად ბევრი იმუშავეს და საკუთარი კრეატიულობა და შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს. მადლობა დირექციასა და მასწავლებლებს, რომ ზრუნავენ ჩვენი შვილების განათლებასა და წახალისებაზე.“

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება