სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ჭიათურაში მაღაროელების მხარდასაჭერად აქციაზე სკოლის მოსწავლეებიც გამოვიდნენ
27-05-2019
-
+


რამდენიმე დღეა ჭიათურაში შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სამთო გამამდიდრებელ კომბინატში ე.წ ვახტური რეჟიმით მომუშავე მაღაროელების გაფიცვა მიმდინარეობს. 

მაღაროელები ხელფასის გაზრდას და  სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

გაფიცულ მაღაროელებს დღეს მხარდაჭერა სკოლის მოსწავლეებმაც გამოუცხადეს. გავრცელებული ინფორმაციით, ჭიათურის საჯარო სკოლების მოსწავლეები აქციაზე იმყოფებიან. მათთან ერთად მაღაროელებს მხარდაჭერა რამდენიმე სკოლის დირექტორმა და რესურსცენტრის ხელმძღვანელმაც გამოუცხადა.


როგორც etaloni.ge-სთან საუბრისას ჭიათურის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნუგზარ მიროტაძემ განაცხადა, თავადაც აქციაზე იმყოფება, ხოლო მიუხედავად იმისა რომ მოსწავლეების ნაწილიც აქციაზეა, სასწავლო პროცესი პარალიზებული არ არის.

„ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. ახლა ძირითადად პირველი სკოლის მოსწავლეები იმყოფებიან აქციაზე, რომლებიც მეორე ცვლაში არიან და დიდი იმედი მაქვს რომ სწავლის დაწყებამდე  წავლენ.

თავადაც აქციაზე ვარ, მოსწავლეები ძირითადი ნაწილი მეორე ცვლაში არიან და ამიტომ იმყოფებიან აქციაზე, თუმცა არ გამოვრიცხავ რომ სხვებიც იყვნენ. მაგალითად, იმ მაღაროელთა შვილები, რომლებიც პროტესტს აცხადებენ.

რაც შეეხება აქციაში დირექტორების ჩართულობას, ნუგზარ მიროტაძე აცხადებს, რომ ისინი შეხვდნენ დირექტორებს და სთხოვეს სასწავლო პროცესის დასრულების შემდგომ შეერთებოდნენ აქციას, რაზეც თანხმობა მიიღეს.

„ჩვენ მივედით და შევხვდით დირექტორებს და ვთხოვეთ, რომ გაკვეთილების შემდგომ თუ საჭირო იქნება  შეერთებოდნენ აქციას, ვუთხარით, რომ მათ გვერდით ვართ, თუმცა ახლა თავი შეეკავებინათ გამოსვლისგან ვინაიდან სასწავლო პროცესი არ ჩაშლილიყო და ისინიც დაგვთანხმდნენ“, - განაცხადა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

სკოლები

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება