სიახლეები
სკოლები

„ჩვენთვის დღევანდელი დღე, სიხარულთან ერთად სევდისმომგვრელიც არის“- თბილისის N14 საჯარო სკოლის ბოლო ზარი და სკოლის ახალი ტრადიცია 
20-05-2019
-
+


თბილისის N14 საჯარო სკოლამ კურსდამთავრებულები განსაკუთრებული ემოციების ფონზე გააცილა.

„ბოლო ზარის“ ღონისძიებას, რომელიც თბილისის N14 საჯარო სკოლაში გაიმართა, 2018-2019 წლის კურსდამთავრებულები, მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ. 

თბილისის N14 სკოლის დირექტორმა  მაკა გიორგაძემ გასული წელი დადებითად შეაფასა და Etaloni.ge- სთან სკოლაში დამკვიდრებული ტრადიციის შესახებ ისაუბრა:

„2018-2019 წელი იყო ძალიან ნაყოფიერი. ჩვენს სკოლაში ბევრი საინტერესო ღონისძიება განხორციელდა. ბავშვებმა ეროვნულ ოლიმპიადაში მიიღეს მონაწილეობა და გვყავს წარმატებული ფინალისტებიც. აქვე მინდა ვთქვა ის, რომ ჩვენი სკოლა აქტიურად თანამშრომლობს საფრანგეთის საელჩოსთან და მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებსა და კონკურსებში ჩვენი ბავშვები ძალიან აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ. სკოლაში დამკვიდრებულია ტრადიცია, რომელსაც ყოველ წელს აუცილებლად ვახორციელებთ. ეს არის ე.წ. „თვითმმართველობის დღე“, რომლის ფარგლებშიც ჩვენი მეთორმეტე კლასელები მომდევნო კვირაში შეასრულებენ თითოეული ჩვენგანის - სკოლის დირექტორის, პედაგოგის ან მანდატურის როლს. ბავშვებს ძალიან მოსწონთ და ვცდილობთ ყოველ წელიწადს შევასრულოთ ეს ტრადიცია. აქვე მინდა, ჩვენს მეთორმეტე კლასელებს დიდი წარმატებები ვუსურვო. წელს 50 მოსწავლე ამთავრებს ჩვენს სკოლას. მათგან ოთხმა მოიპოვა ოქროს მედალი, ხოლო ერთმა ვერცხლი. შარშანაც გვყავდა ოქროსი და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულები, რომლებსაც დღევანდელ ღონისძიებაზე საზეიმოდ დავაჯილდოვებთ. ამდენად, შეგვიძლია წლევანდელი წელი დადებითად შევაფასოთ და ჩვენს არაჩვეულებრივ ახალგაზრდებს დავულოცოთ გზა მომავალი წარმატებებისკენ“.

„ბოლო ზარის“ ღონისძიება, რომელსაც მუსიკალურად ამავე სკოლის მუსიკალური სტუდია „ილუზია“ (ირმა დევაძის ხელმძღვანელობით) აფორმებდა, განსაკუთრებული ემოციების ფონზე წარიმართა.  კიდევ უფრო ემოციური იყო სკოლის დირექტორის, მაკა გიორგაძის მიერ გაჟღერებული სიახლე, რომელსაც სკოლა მომდევნო წლიდან ტრადიციად დაამკვიდრებს:

„ჩვენთვის დღევანდელი დღე, სიხარულთან ერთად სევდისმომგვრელიც არის. შეუძლებელია არ გავიხსენოთ ჩვენი მოსწავლე. რომელიც ორი წლის წინ საშინელ ტრაგედიას შეეწირა. წელს დათა დარსალია თანაკლასელების გვერდით უნდა იდგეს და მათთან ერთად ზეიმობდეს ამ დღეს. ჩვენ გვინდა მისი სახელის უკვდავსაყოფად ამ წლიდან დავაწესოთ ერთგვარი ჯილდო. ეს იქნება დათას სახელობის გარდამავალი თასი, რომელსაც ჩვენი სკოლის მოსწავლეები სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვების შედეგად მოიპოვებენ“.

კლასის დამრიგებელმა შორენა სამაკაშვილმა სადამრიგებლოს სკოლის დამთავრება მიულოცა და გზა წარმატებული მომავლისკენ დაულოცა:

„დღეს მეც ბედნიერი ვარ, ჩემს ბავშვებთან ერთად. ისინი ძალიან პატარები ჩავიბარე და მათთან ერთად, წლების მანძილზე, ძალიან ბევრი ბედნიერი დღე გამოვიარე. ვუსურვებ ჩემს ლამაზ, წარმატებულ, ყველანაირად მოწესრიგებულ ბავშვებს ბედნიერ და წარმატებულ ცხოვრებას. ვუსურვებ ყოფილიყვნენ ჩვენი ქვეყნის მომავლის სასახელო შვილები და გავეხარებინეთ ყველა“.

Etaloni.ge -ს საკუთარი ემოციები თბილისის N14 საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმაც გაუზიარეს:

მაკო ბაქრაძე კურსდამთავრებული:

„მინდა ვთქვა, რომ დღევანდელი დღე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ემოციურია. კლასელებთან ერთად ძალიან ბევრი ბედნიერი დღე მახსენდება. მინდა განვლილი წლებისთვის მადლობა ვუთხრა ჩვენს სკოლას, არაჩვეულებრივ პედაგოგებს და ჩვენი სკოლის დირექტორს, მაკა გიორგაძეს, რომელიც ყოველთვის ძალიან მეგობრულად გვედგა გვერდით. წელს მინდა ჯავახიშვილში, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავირიცხო. ვიცი, ჩემს კლასელებსაც აქვთ ძალიან კარგი გეგმები და მინდა თითოეულ მათგანს წარმატებები ვუსურვო“.

ანი მაზანაშვილი კურსდამთავრებული:

„ჩემს ცხოვრებაში ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე. მეც და ჩემი კლასელებიც ძალიან დიდი ხანია ვემზადებით ამ დღისთვის და შესაბამისად, ღონისძიების დაგეგმვასა და ორგანიზებაშიც თითოეული ჩვენგანი ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართული. მინდა თითოეულ პედაგოგს მადლობა ვუთხრა ამ 12 წლის მანძილზე გაწეული შრომისთვის და აქვე, ჩემს კლასელებს მივულოცო სკოლის დამთავრება და ვუსურვო მათ წარმატებები“.

თაკო ჩაფიძე კურსდამთავრებული:

„ძალიან ემოციურია დღევანდელი დღე, რადგან 12 წლის შემდეგ სრულიად ახალ ეტაპზე გადავდივართ, ვიცით, რომ სრულიად უცხო და ახალ სამყაროში უნდა შევაბიჯოთ. არ მჯერა, რომ ეს ჩემი ცხოვრებაა. ძალიან ბევრი ემოცია მაქვს ახლა. მინდა ყველა ჩემს კლასელს წარმატებებს ვუსურვო. თითოეული მათგანი ძალიან მიყვარს და ყველას ძალიან ვაფასებ“.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციას, მასწავლებლებს ტრენინგმოდულის ფარგლებში გადაამზადებენ - დოკუმენტი

თუ ადრე მოგზაურობის დაგეგმვა სირთულეებთან იყო დაკავშირებული, დღეს ყველაფერი გაცილებით მარტივია

29 აგვისტო უქმე დღედ გამოცხადდა - მთავრობის დადგენილება

ელექტრონული ჟურნალის გააქტიურება - ინფორმაცია პედაგოგებისთვის

აბიტურიენტებისა და სტუდენტების საყურადღებოდ - სად უნდა ნახოთ აკრედიტაციის და ავტორიზაციის საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია

პიროვნება

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

„ჩვენთან გამოცდილი პედაგოგები არიან, არ უჭირთ ბავშვებთან ურთიერთობა“
„ჩვენთან არიან მრავალწლიანი სტაჟის მქონე მასწავლებლები, რომლებიც ახალგაზრდა პედაგოგებს ყოველთვის ეხმარებიან“
სკოლები

აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარჯოზე

​„თქვენი სახელი სამუდამოდ დარჩება ჩვენი სკოლის ისტორიაში“ - მაიდნის საჯარო სკოლა პედაგოგ, ანზორ ჯანგველაძეს ემშვიდობება

 

 

 

სამიქაოს საჯარო სკოლა მწუხარებას გამოთქვამს ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლის, ანზორ ჯანგველაძის გარდაცვალების გამო 
„ჩვენ ვაგრძელებთ უსაფრთხო, ინკლუზიური და თანამედროვე სასწავლო გარემოს განვითარებას“...
 
საინტერესო

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ბაღისთვის მზად არ არის?

სიახლეები
საზოგადოება