სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ბავშვები ცდილობენ განათლებით მიაღწიონ წარმატებას“- „საბურთალოს ეტალონი მოსწავლე“ ფინალისთვის ემზადება
20-05-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ჩატარდა, სადაც „საბურთალოს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

მოსწავლეებს სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მშობლები და მეგობრები გულშემატკივრობდნენ.

"საბურთალოს ეტალონი მოსწავლის" ტიტული თბილისის N162 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ ბარბარე გოქაძე:

„აღფრთოვანებული ვარ ამ ამბით. პირველად მივიღე „ეტალონში“ წელს მონაწილეობა და არ ველოდი ამ შედეგს. ძალიან ბედნიერი ვარ  და მინდა წარმატება ვუსურვო ყველა მოსწავლეს. იმედი მაქვს ღირსეულად ვიასპარეზებ ფინალშიც“.

თბილისის N162 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მანანა ნიკოლაძემ, რომელიც ამავდროულად სკოლის „ეტალონის“ პედაგოგია, მოსწავლეთა ჩართულობაზე ისაუბრა:

„წელს მესამედ გავედით პირველ ადგილზე. წარმატებული და მონდომებული ბავშვები გვყავს და აქედან გამომდინარეობს ჩვენი წარმატებაც. ბავშვები წელსაც ძალიან იყვნენ მონდომებულები და საკმაოდ მაღალი ქულები დაფიქსირდა პირველივე ტურში. ძალიან მიხარია, რომ მათ აქვთ მოტივაცია. ბავშვები მეცადინეობენ და ცდილობენ განათლებით მიაღწიონ წარმატებას“.

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულმა „საბურთალოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრა და „ეტალონი მოსწავლეები“ ადგილზევე გამოავლინა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებისთვის გასვლითი ღონისძიება საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა „მხიარული სტარტები“ და „მუსიკალური თამაშები“
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება