სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში ლიტერატურული კომპოზიცია - „ჩვენ მომავლიდან მოვდივართ“ გაიმართა
20-05-2019
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში 2019 წლის 22 აპრილს IV გ კლასის დამრიგებელმა - ინგა მეტონიძემ კიდევ ერთ თაობას დაულოცა გზა და მიესალმა მომავალ პირველკასელებს.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია - „ჩვენ მომავლიდან მოვდივართ“.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები პარტიოტულ თემატიკაზე შექმნილი ლექსებით, გურამ პეტრიაშვილის საბავშვო ზღაპრების სცენარითა და ჰარმონიული პლასტიკით მოეფერნენ სამშობლოს.

ღონისძიებას ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი გიგა ციბაძე, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი ნინო მამრიკიშვილი, ქუთაისის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის
საქმეთა სამსახურის უფროსი ვაჟა ჯუღელი, პოეტი, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის დირექტორი გიზო თავაძე, სპორტულ გაერთიანებათა სამსახურის წარმომადგენელი მანანა მანაგაძე, ქუთაისის N14 საქალაქო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი დალი ბობოხიძე, ქუთაისის N14 საჯარო სკოლის დირექტორი, „ახალი სკოლის მოდელის“ ქოუჩი ნონა ჩუბინიძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი, „ახალი სკოლის მოდელის“ ქოუჩი შორენა ტყემალაძე, „ახალი სკოლის მოდელის“ ქოუჩი მაია უფლისაშვილი, ქუთაისის N27 ბაგა-ბაღის მასწავლებლები, ქუთაისის N40 სკოლის პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ. 

„ბავშვების გრძნობით შესრულებულ ნომრებს დარბაზში უემოციოდ არავინ დაუტოვებია. იგრძნობოდა ქართული სულისკვეთება და პატრიოტიზმი. გვჯერა, რომ ეს ნიჭიერი თაობა თავის კვალსა და სახელს დატოვებს არა მარტო მე-40 სკოლის ისტორიაში, არამედ თავის სათქმელს იტყვის ქვეყნის განვითარებაშიც“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა ისწავლეს არაფორმალური განათლების მეთოდებით

„მოსწავლეებმა დიდი მონდომებით მოაწყვეს ჩაის მაგიდა, მოირგეს მასპინძლისა და სტუმრის როლები“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება