| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა შორენა ცინცაბაძემ 2015 წელს „საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია“ დააარსა. ასოციაციის ძირითადი პროექტია - „მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია“ (MISA), რომელიც წელს უკვე მეხუთედ ჩატარდება თბილისსა და ბათუმში.
7 ივლისს საღამოს 19:00 სთ-ზე თბილისში კონცერტს უმასპინძლებს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი, (დირიჟორი გიორგი ჟორდანია).
წლევანდელ საზეიმო მარათონზე უკვე მეორედ წარსდგება საქართველოს ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი.
ბათუმის ღონისძიება (MISA GRAND PRIX 2019) 20 ივლისს საღამოს 19:00 საათზე ჩატარდება საზაფხულო თეატრში. საქართველოს ახალგაზრდული სიმფონიურ ორკესტრს უხელმძღვანელებს დირიჟორი-გიორგი რევიშვილი. თბილისისა და ბათუმის გარდა ღონისძიებებს უმასპინძლებს საქართველოს სხვა ქალაქებიც მათ შორის რუსთავი (3 ივლისი), მცხეთა (12 ივლისი), ქუთაისი (17 ივლისი), ჩოხატაური (18 ივლისი). ღონისძიებებზე დასწრება არის თავისუფალი.
MISA-ს ფარგლებში მსოფლიოში ცნობილი პროფესორებისა და მუსიკოსების მიერ ახალგაზრდებისთვის ჩატარდება ლექცია-სემინარები, ორკესტრის რეპეტიციები და მასტერკლასები-„ნანა იაშვილი (ვიოლინო, გერმანია), სვეტლანა უსაჩოვა (რუსეთი, ჰობოი), ანდრეი შამილანოვი (რუსეთი, ფაგოტი) მალიკა მუხიტდინოვა (ყაზახეთი, ფლეიტა), მაესტრო ჟან - პიერ შმიტი (აშშ-საფრანგეთი), ხავიერ ოვიედო (საქსაფონი, აშშ) და ანდრეი კორობეინიკოვის ლექცია-კონცერტი „სკრიაბინის საფორტებიანო სონატები“.აქ ახალგაზრდა მუსიკოსები გაეცნობიან პროფესიონალების მუსიკალურ გამოცდილებას.MISA-ს მიზანია, დღევანდელ მუსიკალურ სცენაზე აღმოაჩინოს ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდები, დახვეწოს მათი შემოქმედებითი უნარები და დაეხმაროს კარიერულ წინსვლაში.
MISA-ს უმთავრესი მიზანია ქართველ ახალგაზრდებში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობების საშუალებით. MISA-ს ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი ხელს შეუწყობს ქვეყნის სიმფონიური და კამერული ორკესტრებისთვის ახალი კადრების აღმოჩენას და ღირსეულად შეასრულებს საქართველოს კულტურული ელჩის მისიას.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას