სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2019 წლის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისთვის ნაკრები გუნდების წევრების შერჩევა დაიწყო
14-05-2019
-
+


2019 წლის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისთვის ნაკრები გუნდების წევრთა შესარჩევი ტურები მიმდინარეობს. საქართველო წელს მოსწავლეთა გუნდებს ხუთ დისციპლინაში წარადგენს: ქიმია, ფიზიკა, ინფორმატიკა, მათემატიკა და ბიოლოგია.

მოსწავლეთა შერჩევა მიმდინარე წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურისა და შესარჩევი ტურების შედეგად შეირჩევიან. წელს პირველად, ფიზიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის ანალოგიურად, ფიზიკის ეროვნული ნაკრების შერჩევის დროს, თეორიულ ტურთან ერთად, პრაქტიკული ტურიც ჩატარდა, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ფიზიკურ დანადგართან ემუშავათ და ფიზიკური ექსპერიმენტები ჩაეტარებინათ.

შესარჩევი ტურების შედეგებისა და საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგების მიხედვით, შედგება საქართველოს ნაკრები გუნდები და სარეზერვო შემადგენლობა.

გუნდები საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე დადგენილი წესის შესაბამისად გაივლიან მომზადების ეტაპსაც. წვრთნების დასრულების შემდეგ, ფიზიკაში საქართველოს ნაკრები გუნდი ფიზიკის 50–ე

საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარდგება, IPhO 2019 (თელავივი, ისრაელი, 7 ივლისი - 15 ივლისი); მათემატიკის - 60-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IMO 2019 (ბათი, გაერთიანებული სამეფო, 11 ივლისი - 22 ივლისი); ინფორმატიკაში საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის 31-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IOI 2019 იასპარეზებს (ბაქო, აზერბაიჯანი, 4 აგვისტო -11 აგვისტო); ბიოლოგიაში - ბიოლოგიის 30-ე საერთაშორისო

ოლიმპიადაზე IBO 2019 (სეგედი, უნგრეთი, 14 ივლისი - 21 ივლისი); ქიმიაში საქართველოს ნაკრები გუნდი ქიმიის 51-ე საერთაშორისო ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას (პარიზი, საფრანგეთი, 21 ივლისი - 30 ივლისი).

2019 წლის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების ოქროს მედლების მფლობელებს 3000 ლარის ოდენობის ფულადი პრიზი გადაეცემათ, ვერცხლის მედლის მფლობელებს - 2000 ლარის, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელები, 1000 ლარიანი პრიზით დაჯილდოვდებიან.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება