სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ზუგდიდში სახალხო „ეტალონი“- ზუგდიდის ეროვნული ბრწყინვალების ღონისძიება გაიმართა
14-05-2019
-
+


ზუგდიდის გამორჩეული ადამიანები და მათი გულშემატკივრები ზუგდიდის სახალხო „ეტალონის“ ირგვლივ გაერთიანდნენ.

ბრწყინვალე ღონისძიება საქართველოს ეროვნული ერთიანობის იდეას, ზუგდიდის ნიჭიერების წარმოჩენას, განათლების პრიორიტეტად დასახვასა და მხარის ისტორიული როლის წარმოჩენას ემსახურებოდა. ყოველივე ზემოთქმული კი წარმატებული და ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბების წინაპირობაა.     

ინტელექტუალური კონკურსი, სადაც სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ზუგდიდელები მონაწილეობდნენ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში გაიმართა და მას „ეტალონისა“ და Izrune.ge- ს ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.

საამაყო ზუგდიდელებთან ერთად, ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი გიორგი (გეგა) შენგელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილე ზამირა ღადუა ესწრებოდნენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ ღონისძიების მსვლელობისას წამყვანის როლი მოირგო. Etaloni.ge- სთან საუბრისას ალექსანდრე მოწერელიამ „ზუგდიდის ეროვნული ბრწყინვალების ღონისძიება“ შეაფასა:

„ასეთი ღონისძიებებით განებივრებული ნამდვილად არ ვართ. ვინაიდან, საკითხი ეხება განათლებას, მომავალ თაობას, პედაგოგებს და მშობლებს, ის მოიცავს საზოგადოების ფართო ფენას და ყველა დიდი ინტერესით ადევნებს თვალყურს. ეს პროექტი მათი განვითარებისთვის და უკეთესი მომავლისთვის, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია“.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა  გიორგი (გეგა) შენგელიამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეტალონი“ განათლების ხარისხის ამაღლებას უწყობს ხელს:

„ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დღეს „ეტალონის“ ღონისძიება ასეთი ფართო მასშტაბებით სწორედ ზუგდიდში ტარდება. მოსახლეობა არის ძალიან პოზიტიურად განწყობილი. ვფიქრობ, ასეთი ღონისძიებები ძალიან ბევრი უნდა ჩატარდეს სრულიად საქართველოში. ვისურვებდი ქვეყნის მასშტაბით უფრო მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს და ჩაერთოს ამ პროექტში, რადგან ჩვენი პრიორიტეტი უნდა იყოს განათლება, „ეტალონი“ კი განათლების ხარისხის ამაღლებას ძალიან უწყობს ხელს. დღევანდელ ღონისძიებაში მეც, როგორც რიგითი მონაწილე ისე ვიყავი ჩართული და ვცდილობდი ყველა კითხვაზე სწორი პასუხის გაცემას. დიდი მადლობა ამ კარგი დღისთვის „ეტალონს“ და მთლიან შემოქმედებით გუნდს“.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილემ ზამირა ღადუამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზუგდიდელთა სახალხო „ეტალონი“ განსაკუთრებული ემოციურობით გამოირჩეოდა:

„საბედნიეროდ, მე მომიწია ამ კონტიგენტის შერჩევაში მონაწილეობის მიღება და აღფრთოვანებული ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ შესაძლებელი იყო, ყველა თაობისა და ყველა პროფესიის წარმომადგენელი ყოფილიყო მონაწილე. მადლობა თითოეულ მონაწილეს და მადლობა ბატონ გოჩას, ასეთი მრავალფეროვანი, სახალისო, საინტერესო დღისთვის. დღეს არ იყო ჩემპიონატისთვის დამახასიათებელი კონკურენცია. პირიქით, დიდი სიყვარული და პატივისცემა იგრძნობოდა, სრულიად განსხვავებული განწყობა იყო და ვფიქრობ, დღეს სწორედ სიყვარულმა გაიმარჯვა ზუგდიდმა. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ და ეს ასეც უნდა იყ6ოს- შვილი ყოველთვის უნდა სჯობდეს მშობელს და ალბათ სიმბოლურიც არის, რომ დღეს სწორედ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელმა გოგონამ მოიპოვა ზუგდიდის სახალხო ამ მართლაც უმშვენიერეს ფესტივალში. მე წარმატებებს ვუსურვებ ანანოს, რომელმაც მართლაც შთამბეჭდავი პირველობა მოიპოვა. ჩემთვის „ეტალონი“ განათლებასთან, კულტურასთან, ერუდიციასთან და ერის განათლებასთან ასოცირდება. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ და გისურვებთ მეტ წარმატებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“.

„ზუგდიდის ეროვნული ბრწყინვალების ღონისძიებაზე“ გამარჯვებულის ტიტული ზუგდიდის N3 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ ანანო ქებურიამ მოიპოვა:

„ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩემთვის და ამ დღისთვის ძალიან ვემზადებოდი. ადრეც, რამდენჯერმე მივიღე მონაწილეობა, მაგრამ ვერ ვახერხებდი პირველობის მოპოვებას. ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა მადლობა გითხრათ თქვენ, „ეტალონს“, ამ ძალიან ემოციური და ბედნიერი დღისთვის“.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გეოგრაფიის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

დაგვიანების კიდევ 4 შემტხვევა დაფიქსირდა - დღეს გამოცდებს მასწავლებლები და აბიტურიენტები აბარებენ 

ბაღის პერსონალს ძვირადღირებული სამედიცინო კვლევები დაუფინანსდება - მუნიციპალური ბიუჯეტი

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

რა ცვლილებები შევიდა თსუ-ს წესდებაში  - დეტალები ცნობილია

პიროვნება

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

კონფერენციის ფარგლებში პედაგოგებმა ერთმანეთს გაუზიარეს ის გამოცდილება, რომელიც ყოველდღიურ პრაქტიკაში უკვე წარმატებით გამოცადეს
 

„ჯეო სქაი“ იწყებს ინსტიტუციური განვითარების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება