TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მოიწამლნენ თუ არა რუსთავის N15 და სენაკის N2 საჯარო სკოლებში მოსწავლეები - დირექტორები განმარტებებს აკეთებენ
10-05-2019
-
+


რუსთავის N15 და სენაკის N2 საჯარო სკოლებში მოსწავლეები სავარაუდოდ მოიწამლნენ.

კერძოდ კი რუსთავის N15 საჯარო სკოლაში  სავარაუდოდ, 15-მდე მოსწავლე მოიწამლა. როგორც სკოლის დირექტორმა ბელა მარტიაშვილმა etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ერთ-ერთ მოსწავლეს პირღებინება აღენიშნებოდა, დანარჩენები კი მუცლის ტკივილს უჩიოდნენ, თუმცა სასწრაფო დახმარებას არც ერთი მოსწავლე არ გადაუყვანია საავადმყოფოში. გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლეები, სავარაუდოდ, სკოლის ბუფეტში ლობიანის მირთმევის შედეგად გახდნენ შეუძლოდ, თუმცა სკოლის დირექტორი მოწამვლის ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ მოსწავლე შეიძლება ცუდად ისეც გახდეს.

„არანაირი მოწამლა არ დაფიქსირებულა. ნიმუშები გადაგზავნილია და სხვა ინფორმაცია არ მაქვს. არც ერთი ბავშვი საავადმყოფოში არ გადაყვანილა. ცუდად შეიძლება ბავშვი ისედაც გახდეს, პანიკაც იყო, არავინ გადაუყვანიათ საავადმყოფოში. სასწრაფოც გვყავდა სკოლაში, ერთ ბავშვს ჰქონდა პირღებინება და სხვა ბავშვებმა მუცლის ტკივილი დაასახელეს. ისეთი არაფერი ყოფილა“, - განაცხადა ბელა მარტიაშვილმა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უწყების ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა რუსთავის N15 საჯარო სკოლაში 16-მდე მოსწავლის ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყეს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, სკოლის ბუფეტში ტარდება არაგეგმური ინსპექტირება, აიღებენ სურსათის ნიმუშებს, რომელთა კვლევა ჩატარდება აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგებს სააგენტო მიღებისთანავე გაასაჯაროებს.

მოსწავლეების სავარაუდო მოწამლა დაფიქსირდა სენაკის N2 საჯარო სკოლაშიც. დირექტორ დემნა ჭანტურიას თქმით, ჰოსპიტალში 15 მოსწავლე გადაიყვანეს, თუმცა ეს არა მოწამვლის, არამედ ალერგიის ბრალი იყო. მისი თქმით, ბავშვები V კლასის მოსწავლეები არიან.

„2 მოსწავლეს ალერგიული ფონი ჰქონდა და სახეზე სიწითლე აღენიშნებოდა, ხოლო 13 მოსწავლე ემოციურ ფონზე გახდნენ შეუძლოდ. ალერგია რაზე მისცა, ამაზე მოკვლევა მიმდინარეობს. სხვა ბავშვებზე ექიმმაც დაადასტურა, რომ მოსწავლეები შიშისგან და სტრესისგან გახდნენ შეუძლოდ“, - განცხადა დემნა ჭანტურიამ.

სენაკის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორის იამზე დგებუაძის თქმით კი საავადმყოფოში 24 ბავშვია გადაყვანილი, მათი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

„24 ბავშვი შემოიყვანეს, 18 სასწრაფომ მოიყვანა, 6 თვითონ მოვიდა.  4-5 ბავშვის მდგომარეობა იყო არადამაკმაყოფილებელი, დანარჩენები უფრო სტრესულ მდგომარეობაში იყვნენ. სავარაუდოდ, ინტოქსიკაციაა, თუმცა ვერ გეტყვით რამ გამოიწვია“, - განაცხადა დგებუაძემ „ინტერპრესნიუსთან“. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება