სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონი“ საგანმანათლებლო სივრცეში საღ და მამოტივირებელ განწყობას ქმნის“ - თბილისის კერძო სკოლები ტესტირების I ტურს აფასებენ
30-04-2019
-
+


თბილისის კერძო სკოლებში 18 აპრილს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

Etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

კერძო სკოლა „ცოდნას“ დირექტორი ნაზი ნადირაძე:

 

„ეტალონის“ ტესტირების პირველი ეტაპი მაღალი ჩართულობითა და ინტერესით წარიმართა ჩვენს სკოლაში. წლებია, პროექტთან ვთანამშრომლობთ და საკმაოდ წარმატებულადაც. ჩემპიონატზე მოსწავლეები კონკურენტუნარიან გარემოში საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას სწავლობენ, გამოცდილებას იძენენ და წინსვლის მოტივაციას იღვივებენ, რაც მისასალმებელია.“

 

კერძო სკოლა „ცოდნას“  „ეტალონის“ პედაგოგი რუსუდან ფარეხელაშვილი:


„ეტალონის“ ტესტირების პირველმა ეტაპმა მრავალმხრივი კითხვებით მოსწავლეთა დიდი ინტერესი და შემდგომი დისკუსია გამოიწვია. წერის შემდეგ, აქტიურად გავაგრძელეთ მსჯელობა და დამატებითი ინფორმაციის მოძიება საკითხების ირგვლივ. ახალგაზრდები ახლა უფრო დიდი მოტივაციითა და შემართებით არიან განწყობილნი და ჩვენც წარმატებული მეორე ტურის იმედი გვაქვს.“

 

 კერძო სკოლა „ჰელიოსის“ დირექტორი ქეთევან ვეშაპიძე:

 

„ეტალონთან“ ერთად შემეცნების პროცესი მეტად საინტერესო და მამოტივირებელი ხდება. ყოველთვის მაღალია ჩართულობა და ინტერესი ჩემპიონატის მიმართ. ჩვენს მოსწავლეებს კარგი შედეგები აქვთ, ტესტირებაში მონაწილეთა უმრავლესობა მეორე ტურში იასპარეზებს, იმედი მაქვს, ასეთივე წარმატებით. ჩემპიონატზე მოსწავლეები მცირე დროში ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარს ივითარებენ, ხდებიან უფრო ყურადღებიანები და წარმატებაზე ორიენტირებულნი.“

 

 კერძო სკოლა „ჰელიოსის“ „ეტალონის“ პედაგოგი თამარ გიგაური:

 

„მივესალმებით ისეთ შემეცნებით და მამოტივირებელ ჩემპიონატს, როგორიც „ეტალონია“. ჩვენმა მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა და ინტერესით გაიარეს პირველი ეტაპის ტესტები და კარგი შედეგებიც აჩვენეს. მეორე წელია, პროექტში ვმონაწილეობთ და ამჯერად მეტი გამოცდილებითა და სტიმულით ვერთვებით „ეტალონში“. მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩვენს ბავშვებსა და პროექტს.“

 

კერძო სკოლა „ცოდნა-ნათელა მურადაშვილის“ დირექტორი ლია კბილაშვილი:


„ეტალონი“ ახალგაზრდებს დამოუკიდებელ და ლოგიკურ აზროვნებას უვითარებს, სითამამეს აჩვევს და წარმატებაში ეხმარება. ჩვენი მოსწავლეები საკმაოდ აქტიურად ერთვებიან ჩემპიონატში და დიდ გამოცილებას იძენენ მომავალი წარმატების მისაღწევად. პროექტი საღ და მამოტივირებელ განწყობას ქმნის საგანმანათლებლო სივრცეში.“

 შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება