სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სპეციალური განცხადება, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ამ წუთებში ავრცელებს
28-03-2017
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმძღვანელოების გრიფირებასთან დაკავშრებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. Etaloni.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

''ბოლო პერიოდში, მედიაში და საზოგადოებაში ახალი სახელმძღვანელოების მომზადების საკითხები აქტიურად განიხილება. მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრო ყველა დაინტერესებულ მხარესთან მუშაობს, სამუშაო პროცესის მიღმა გარკვეული ძალები ცდილობენ თემის პოლიტიზებას. 

შესაბამისად, სამინისტრო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საზოგადოებამ ზუსტად იცოდეს პროცესის ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი.

პირველ რიგში, გრიფირების წესი ეხება  იმ სახელმძღანელოების მომზადების პროცესს, რომლებიც სკოლაში  2018/19 სასწავლო წელისთვის შევა. გრიფირება, ეს პირველი ეტაპია, როდესაც ყველა დაინტერესებული პირი ამზადებს სახელმძღვანელოს მაკეტს, რომელიც შეფასებას გადის დარგის საუკეთესო ექსპერტებისაგან შემდგარ სახელმწიფო კომისიაში და არჩევს რომელი წიგნის ხარისხი შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმისა და სხვა  მოთხოვნებს. მნიშვნელოვანია, რომ პირველად გრიფირების ისტორიაში, წიგნების დაბეჭდვამდე, მინიმუმ 3 თვის მანძილზე ის ხელმისაწვდომი იქნება სპეციალისტებისა და მასწავლებლებისათვის. ავტორები ვალდებულნი იქნებიან აღმოფხვრან ამ პერიოდში გამოვლენილი ყველა ხარვეზი. 

ამასთან, მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა არ გაუქმებულა არ გაუქმდება, ის მთავრობის გასულ წელს დამტკიცებულ ოთხწლიანი გეგმის ნაწილია. 

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობდა გამომცემლებთან, რის შედეგადაც გათვალისწინებული იქნა გამომცემლების იმ ნაწილთან განხილული საკითხები, რომლებიც არ გაემიჯნენ პროცესს და არ შეუშინდნენ კოლეგების ზეწოლას.

ა. შემუშავდა გრიფირების ახალი ფორმატი, რომელიც აპელაციის ახალ ინსტრუმენტებს, თანასწორობასა და მეტ გამჭვირვალობას გულისხმობს;  
ბ. შემუშავდა საავტორო უფლებების დაცვის უპრეცედენტო მოდელი ჰოლოგრამის გამოყენებით;
გ. გაუქმდა შინაარსობრივი გრიფირების საფასური; 
დ. შემუშავდა ტენდერის გამარტივებული მოდელი; 
ე. გაუქმდა წინა გრიფირების ფარგლებში არსებული ჯარიმები;
ვ. აღმოფხვრილია რიგი საზღვარგარეთული გამომცემლობების პრიორიტეტი უცხოენოვან სახელმძღვანელოებზე;

ასეთი შეთანხმებების ფონზე, გამომცემელთა ნაწილი უკმაყოფილებას გამოხატავს შემდეგზე: 

1. საქართველოს კანონმდებლობით, საბიუჯეტო სახსრებით რაიმეს შეძენა, მით უმეტეს, თუ საქმე რამდენიმე მილიონს ეხება, უნდა განხორციელდეს ტენდერით. ულტიმატუმი, სწორედ ტენდერის არჩატარებაზეა აქცენტირებული. 

ნებისმიერი პრეტენზია, თითქოს ინტელექტუალურ საკუთრებაზე ტენდერის ჩატარება დაუშვებელია მიუღებელია. რეალობა არის ის, რომ სწორედ ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, შეჯიბრებითობის მოდელი არსებობს და ფართოდ გამოიყენება. შესაბამისად, ტენდერის პრინციპი, როგორც კანონისა და საზოგადოებრივი ინტერესების მოთხოვნა, რჩება უცვლელი.

2. მეორე კატეგორიული მოთხოვნა, რაზეც სამინისტრო გამომცემლობას არ ეთანხმება, გამომცემლების მიერ საჯარო სკოლებისთვის წიგნების სავალდებულო დაბეჭდვის მოთხოვნაა. ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ფაქტორი, როგორც არგუმენტი, უკვე გამოირიცხა, რადგან ჰოლოგრამის გამოყენება ამ პრობლემას არსებითად ხსნის. შესაბამისად, რჩება მხოლოდ რიგი სუბიექტები სურვილი, აკონტროლონ პროცესი და არ დაუშვან კონკურენცია. 

დღეს წიგნების წარმოება და მათი ბეჭდვა ორი განსხვავებული სეგმენტია. ამის დასტურია გამომცემლები, რომლებსაც არა აქვთ საკუთარი სტამბა და პირიქით, სტამბები, რომლებიც არ არიან გამომცემლობის ნაწილი. ამის დასტურია ელექტრონული წიგნებიც, რომლებიც საერთოდ არ იბეჭდება. ამ ფონზე, აუცილებელი არ არის, რომ საუკეთესო წიგნის შემქმნელმა, მისი ყველაზე კარგად დაბეჭდვაც შეძლოს. ამ შემთხვევაშიც, ჩვენ ვხედავთ გამომცემელთა ნაწილის სურვილს, არ დაუშვას ბაზარზე კონკურენცია და ახალი მოთამაშეების გაჩენა, რომელთა გამოჩენის პროცესს სამინისტრო ინტენსიურად შეუწყობს ხელს, რადგან წიგნებს ავტორები ქმნიან და არა გამომცებლები. უკვე დაწყებულია ავტორთა ინტენსიური ტრენინგი, რომელიც წარმატებით ვითარდება. ასევე, პირველად შემოდის წიგნების პერიოდული გაუმჯობესების ვალდებულება.

რაც შეეხება თანხებს, სწორედ გამომცემლებთან კომუნიკაციის საფუძველზე, წინა გრიფირებასთან მიმართებაში დაახლოებით ორჯერ არის გაზრდილი გამომცემლობის (ბეჭდვის გარეშე) საპროგნოზო ღირებულება და დაახლოებით 7.5 მილიონ ლარს შეადგენს ვვარაუდობთ, რომ კონკურენცია ამ თანხას შეამცირებს. ამასთან, ყველა თეთრი, რომელიც ზედმეტად არ იქნება გადახდილი, მიმართული იქნება სწავლის პროცესის გაუმჯობესების სხვა მიმართულებებზე - თვალსაჩინოებებზე, ლაბორატორიებზე, ყველაფერზე, რაც წიგნთან ერთად თანამედროვე განათლების აუცილებელი ნაწილია.

შესაბამისად, სრულიად ნათელია, რომ სამინისტრო, მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, ყველა აუცილებელ ნაბიჯს დგამს, რათა მოსწავლეებმა 21 საუკუნის მოთხოვნათა შესაბამისი განათლება მიიღონ.''

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღის აღმზრდელთა საყურადღებოდ - ტრენინგმოდულში ახალი რესურსი ინტეგრირდება

დაამთავრა მოსკოვის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას

მასწავლებელთა 24 პროცენტი ფიზიკის გამოცდაზე არ გამოცხადდა - 2 დაგვიანება დაფიქსირდა

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

„კანფეტივით თემები მოვიდა“ - ინგლისურის მეორე სესიის საკითხები

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბილინგვურმა სწავლებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოსწავლეთა ქართული ენის ცოდნის გაღრმავებას,

პედაგოგი გადავიდა პროექტის ფინალურ ეტაპზე და მონაწილეობა მიიღო ყვარელში გამართულ ხუთდღიან საგანმანათლებლო ბანაკში

მოსწავლეებმა დაათვალიერეს დიდი საბავშვო მწერლის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა წარმოადგინეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება