| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N6 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით კონფერენცია თემაზე ,,ქართული ენა საფრთხეშია“ გაიმართა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ სკოლის მე-5, მე-6 და მე-9 კლასის მოსწავლეები (მასწავლებელი: ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ლელა ტუღუში).
კონფერენციის მონაწილეები თავიანთ გამოსვლებში ერთხმად აღნიშნავდნენ ქართულ ენაში შემოჭრილი ბარბარიზმების, ჟარგონებისა და დიალექტების სიმრავლის შესახებ. მათ გამოთქვეს მოსაზრებები, თუ რა იწვევს ქართული ენის საფრთხეში ჩაგდებას და ისაუბრეს იმ გზებზე, რომლებიც მიგვიყვანს ამ დიდი პრობლემის მოგვარებასთან.
თითოეულმა კლასმა, რომლებიც გუნდებად იყო დაყოფილი, წარმოადგინა კედლის გაზეთები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები საქართველოსა და ქართული ენის სიყვარულზე. კონფერენციას ფონად გასდევდა გურამ გორდეზიანის ლექსზე შექმნილი მანანა იმედაძის „ჰიმნი დედაენას“ და ირაკლი აბაშიძის ,,ხმა კატამონთან“ ირმა სოხაძის შესრულებით.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო