სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გაფრთხილება აბიტურიენტებს, რომლებსაც ერთიან ეროვნულ გამოცდაზე სპეციალური პირობები ესაჭიროებათ
22-04-2019
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იმ აბიტურიენტებს აფრთხილებს, რომლებსაც გამოცდაზე სპეციალური პირობები ესაჭიროებათ. 

ცენტრის ინფორმაციით, თუ აბიტურიენტს გამოცდის დროს ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, უნდა მონიშნოს შესაბამისი გრაფა. ამასთან, აბიტურიენტი ვალდებულია, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა (ფორმა №100) ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე) წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიმდინარე წლის 2 მაისის 18:00 საათამდე.

2 მაისის შემდგომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენისას აბიტურიენტი ვერ ისარგებლებს სპეციალური პირობებით. 

აღსანიშნავია, რომ 2 მაისის შემდგომ წარმოშობილი ფუნქციური დარღვევის შემთხვევაში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს უნდა წარედგინოს ასეთი დარღვევის წარმოშობიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა.

იმ შემთხვევაში თუ  გამოცდებამდე ან გამოცდების პერიოდში ინფექციური დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ან საგამოცდო ცენტრს გამოცდების დაწყებამდე, რათა ცენტრმა უზრუნველყოს აბიტურიენტისათვის სპეციალური პირობების შექმნა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება